ახალი ამბები
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი გაფართოების კანდიდატი წევრი [ECMs] გახდა

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი გაფართოების კანდიდატი წევრი [ECMs] გახდა

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი გაფართოების კანდიდატი წევრი [ECMs] გახდა. ინიციატივა ევროპის ეკონომიკურ და სოციალური კომიტეტს[ EESC] ეკუთვნის და მისი მიზანია ყველა კანდიდატ ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციების დახმარებით ხელი შეუწყოს ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკას.

რა არის EESC?

EESC 1957 წელს დაარსდა, რათა კონსულტაცია გაუწიოს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებებს და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ქსელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აზრი დააფიქსირონ ევროპის განვითარებისთვის.

EESC არის უნიკალური ფორუმი კონსულტაციის, დიალოგისა და კონსენსუსისათვის სამოქალაქო საზოგადოების ყველა სექტორის წარმომადგენლებს შორის. ეს ორგანიზაციები ხშირად მოქმედებენ, როგორც შუამავლები გადაწყვეტილების მიმღებებსა და საზოგადოებას შორის, სთავაზობენ ადამიანებს, რომ აქტიური როლი შეასრულონ ცვლილებების განხორციელებაში ან მხარი დაუჭირონ საერთო კეთილდღეობის კონკრეტულ მიზნებს.

როგორია „გაფართოების კანდიდატი წევრების“ (ECM) როლი?

ECM-ის წევრები მონაწილეობას მიიღებენ გაფართოების სპეციალურ პლენარულ სხდომაში, რომელიც მიზნად ისახავს ინიციატივის განხორციელების მიმოხილვას. ასევე, წვლილს შეიტანს EESC-ის რამდენიმე შერჩეული მოსაზრებების (საკანონმდებლო, საძიებო ან საკუთარი ინიციატივით) შემუშავების პროცესში იმ თემებზე, სადაც მათი მონაწილეობა განსაკუთრებით აქტუალურია. „გაფართოების კანდიდატი წევრი“ არის საპატიო წოდება, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერასა და ყურადღებას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ, მათთვის EESC წევრის სტატუსის მინიჭების გარეშე.