რა [არ] თქვა ბაიდენმა? 

“ბაიდენი: უკრაინას მოუწევს მიწა დაუთმოს რუსეთს, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს” – ამ არასწორი ფორმულირებით გაავრცელეს პრორუსმა მედიებმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ციტატა. 

პრორუსულმა გვერდებმა ბაიდენის ციტატა პრეზიდენტის 2022 წლის 3 ივნისს გამოსვლიდან აიღეს და მანიპულაციურად გააშუქეს. 

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ – “ბატონო პრეზიდენტო, უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ ტერიტორია მშვიდობის მისაღწევად? 

ბაიდენმა უპასუხა შემდეგი: 

“არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს მათი ტერიტორიაა. მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ.

მაგრამ ისე ჩანს, რომ რაღაც მომენტში უნდა მოხდეს რეგულირება მოლაპარაკების მეშვეობით და რას გულისხმობს ეს, არ ვიცი. არამგონია იმ დროს ვინმემ იცოდეს.

მაგრამ, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ უკრაინელებისთვის ისეთი პირობების შემქნა რომ მათ შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა.” 

ბაიდენს არსად უთქვამს, რომ უკრაინამ მშვიდობის მისაღწევად ტერიტორიები უნდა დათმოს. ჟურნალისტის და ბაიდენის კითხვა-პასუხი შეგიძლიათ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ იუთუბ არხზეც ნახოთ. ვიდეო: President Biden Delivers Remarks on the May Jobs Report [ 18:15 – 19:28]. 

კრემლისტური არხებით გავრცელებული მტკიცება, რომ თითქოს პრეზიდენტმა ბაიდენმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ უკრაინას მოუწიოს რუსეთისთვის თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობა, რათა დასრულდეს საომარი მოქმედებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, ბაიდენს არაერთხელ გაუჟღერებია, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp