ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები – ევროკავშირის კვლევა

ადგილობრივ შრომის ბაზარზე, დეფიციტურია ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციები, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც თვით დასაქმებას უწყობს ხელს. სამუშაოს მაძიებლები უმეტესად იმ დარგებით ინტერესდებიან, რომლებიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევის ერთ ერთი მიგნებაა. მისსავე ფარგლებში, გამოვლინდა ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები. კვლევების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარი ბარიერად როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებელთათვის, სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია გამოიკვეთა, რასაც ხშირად არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ახლავს თან. კვლევების თანახმად, შრომის ბაზრის ერთ ერთი გამოწვევა, რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა, ასევე აღსანიშნავია, პოტენციურ დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა. კვლევამ გამოავლინა სამიზნე რეგიონებში მოთხოვნილი პროფესიული პროგრამებიც. კერძოდ, გამოკითხულმა მცირე და საშუალო ბიზნესმა დაასახელა შემდეგი კვალიფიკაციების დეფიციტი: მარნის მასპინძელი - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კვების მომსახურება და სტუმართმოყვარეობა - შიდა ქართლი და კახეთი, ჩაის მასპინძელი გურია. ასევე, კვლევის მიხედვით, პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დასახელდა, ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლში. ყველაზე დიდი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროში მომუშავე სამუშაო ძალაზეა, ყველაზე ნაკლები კი - მენეჯერულ პოზიციებზე. ბიზნეს სუბიექტების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ძირითადი მოთხოვნა საშუალო და დაბალი საფეხურის განათლების ან პროფესიულ განათლების მქონე კადრებზეა. კვლევა ჩატარდა ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსების შესახებ, ახალგაზრდებისთვის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. გამოვლინდა, რომ დარგში ახალგაზრდა დასაქმებულთა წილი ძალიან დაბალია. ლაბორატორიებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის დონე ასევე მინიმალურია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სკოლებსა და კოლეჯებში საბაზისო ჰიგიენური ნორმების გარდა, არ არსებობს განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმები. ტექ-კლუბებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ კი დაადგინა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან ტექ-კლუბების კურსებს, განიხილავენ სწავლის გაგრძელებას ტექნოლოგიურ სფეროებში. იმ რესპონდენტებს, რომლებიც არ განიხილავენ ტექნიკურ კარიერას, სურთ სწავლა იმ სპეციალიზაციით გააგრძელონ, რომლებიც კავშირშია ტექ-კლუბებში ჩატარებულ ტრენინგების კურსებთან, როგორიცაა არქიტექტურა, ხელოვნება, გრაფიკული დიზაინი და ა.შ. ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზა 2018 წელს დაიწყო. მისი მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისში და საქართველოს რეგიონებში.
ადგილობრივ შრომის ბაზარზე, დეფიციტურია ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციები, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც თვით დასაქმებას უწყობს ხელს. სამუშაოს მაძიებლები უმეტესად იმ დარგებით ინტერესდებიან, რომლებიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევის ერთ ერთი მიგნებაა. მისსავე ფარგლებში, გამოვლინდა ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები.

კვლევების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარი ბარიერად როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებელთათვის, სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია გამოიკვეთა, რასაც ხშირად არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ახლავს თან. კვლევების თანახმად, შრომის ბაზრის ერთ ერთი გამოწვევა, რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა, ასევე აღსანიშნავია, პოტენციურ დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა.

კვლევამ გამოავლინა სამიზნე რეგიონებში მოთხოვნილი პროფესიული პროგრამებიც. კერძოდ, გამოკითხულმა მცირე და საშუალო ბიზნესმა დაასახელა შემდეგი კვალიფიკაციების დეფიციტი: მარნის მასპინძელი – იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კვების მომსახურება და სტუმართმოყვარეობა – შიდა ქართლი და კახეთი, ჩაის მასპინძელი გურია. ასევე, კვლევის მიხედვით, პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დასახელდა, ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლში. ყველაზე დიდი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროში მომუშავე სამუშაო ძალაზეა, ყველაზე ნაკლები კი – მენეჯერულ პოზიციებზე. ბიზნეს სუბიექტების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ძირითადი მოთხოვნა საშუალო და დაბალი საფეხურის განათლების ან პროფესიულ განათლების მქონე კადრებზეა.

კვლევა ჩატარდა ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსების შესახებ, ახალგაზრდებისთვის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. გამოვლინდა, რომ დარგში ახალგაზრდა დასაქმებულთა წილი ძალიან დაბალია. ლაბორატორიებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის დონე ასევე მინიმალურია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სკოლებსა და კოლეჯებში საბაზისო ჰიგიენური ნორმების გარდა, არ არსებობს განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმები. ტექ-კლუბებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ კი დაადგინა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან ტექ-კლუბების კურსებს, განიხილავენ სწავლის გაგრძელებას ტექნოლოგიურ სფეროებში. იმ რესპონდენტებს, რომლებიც არ განიხილავენ ტექნიკურ კარიერას, სურთ სწავლა იმ სპეციალიზაციით გააგრძელონ, რომლებიც კავშირშია ტექ-კლუბებში ჩატარებულ ტრენინგების კურსებთან, როგორიცაა არქიტექტურა, ხელოვნება, გრაფიკული დიზაინი და ა.შ.

ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“  მეორე ფაზა 2018 წელს დაიწყო. მისი მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისში და საქართველოს რეგიონებში.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp