დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება სექტემბრის ბოლოს იგეგმება

დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მთავრობა წელიწადნახევარია  მუშაობს და მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს იგეგმება.

8 სექტემბერს, ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დღეისთვის თვითმართველობებს დიდ უფლებამოსილებებთან ერთად სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტები აქვთ გადაცემული“.

საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მაუწყებელთა ალიანსის ჟურნალისტმა სტუმრებს პრემიერ მინისტრის ეს განცხადება შეახსენა, მათი დამოკიდებულებაც მოისმინა .  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თვითმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტს. ასევე  იმ პროცესს, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე დასრულდა და მალე  სასესიო განხილვის რეჟიმში გადავა. 

სინქრონები:

  • მერაბ ქვარაია – რეგიონულ პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ანდრეა სკიფერი – ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი.

ავტორი:

მარიამ ჩიქოვანი