სათვალე – 317

რას ამბობენ ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე – თამარ ნუცუბიძის ჩართვა; რას ნიშნავს ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები – ანალიზი ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტთან გიორგი ლაბაძესთან ერთად; 2025 წლის გერმანიაში მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 82 წელია – ნახეთ ვიდეო “ნამდვილი დრო”.

სათვალე – 316

როდესაც შვილის საწოლი ცარიელია – რეზი კიკნაძის საქმე – ინტერვიუ დაკავებულის მშობლებთან და ადვოკატთან; ექიმი, მწერალი, მთარგმნელი, მსახიობი, სტუდენტი, ჟურნალისტი, სკოლის მოსწავლე. 28 ოქტომბრიდან დღემდე მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს- ვის აკავებენ აქციებზე? TOK TV რამდენიმე საქმეს მოუყარა თავი თავი; ამერიკის ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩინეთი, მასთან ურთიერთობა და მსოფლიოში მისი როლია – ამერიკის ხმა.

სათვალე -315

ვინ და რას აპროტესტებს პროევროპულ აქციაზე – ინტერვიუ აქტივისტ დოდი ხარხელთან;რატომ დუმს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი-TOK TV-ის რეპორტაჟი,ანალიტიკოსების გამოხმაურებები და უფლებადამცველების შეფასებები.

სათვალე – 314

რას უნდა აკეთებდეს პოლიცია პროტესტის დროს – ბერლინის მანიფესტაციების ისტორია; სახლი ერთ ევროდ – კულტურის და ისტორიის დაცვა ევროპულად, იტალიის მაგალითი.

სათვალე – 312

დემოკრატია დემოკრატების გარეშე-დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ანალიზი იულია სავჩენკოსთან ერთად; პასუხისმგებლობა წარსულზე და თანამედროვე ხელოვნებაში ასახული ისტორიული დანაშაული – არტს 21 ალფრედ ავმარკოვსკას ისტორია; საქართველო გაჯერებულია მსოფლიო მასშტაბის კულტურული და ისტორიული ძეგლებით სამცხე ჯავახეთში აღმოჩენილი დარანები და ყორღანები – TOK TV-ის რეპორტაჟი; “ეს არის ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ” – მაია ბუწაშვილი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზე; მე-19 საუკუნის […]

სათვალე – 311

“თუ ეს შედეგები ასე დარჩება, საქართველო მზარდ იზოლაციაში აღმოჩნდება” – ამბობს “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში; მუხრანის სავანეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცალა, რა მდგომარეობა საქართველოში პანსიონებში და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა?; ევა სადიკოვა 26 ოქტომბრის არჩევნებს მარნეულის მე-4 უბანზე აკვირდებოდა, ევა გვიყვება დარღვევებზე, უბანზე არსებულ გარემოსა და დამკვირვებლებზე.

სათვალე – 310

თითქმის 6 თვეა ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები, საპატიმროში ელოდებიან განაჩენს – ინტერვიუ დაკავებული ახალგაზრდების მშობლებთან; როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ არჩევნებს არ აღიარებს ევროკავშირი და ამერიკა?-კითხვაზე კონსტიტუციონალისტი და მე-3 მოწვევის პარლამენტის წვერი ვახტანგ ხმალაძე გვპასუხობს; ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიციამ აქციები დაიწყო – როგორ აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ გეგმას […]

სათვალე-309

რატომ გვიყვარს ევროპა? რა გახსენდებათ მაგალითად გერმანიის გაგონებისას, იტალიის, ესპანეთის, ესტონეთის? დღეს გადაცემას სრულად ვუთმობთ ევროპაში მოგზაურობას, უფრო კონკრეტულად: ვიმოგზაურებთ ისტორიაში და დავათვალიერებთ ლუდვიგ მეორის სასახლეს, გავემგზავრებით ესპანეთში პიკასოს კვალდაკვალ. მოკლედ მივდივართ ევროპაში.

სათვალე-308

“ევროპის და ამერიკის კარი არასოდეს დაგეკეტოთ, საქართველოს ევროპული ორიენტაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ყოვლად მიუღებელია” – ეს სიტყვები დმანისის მთავარეპისკოპოსს მეუფე ზენონს ეკუთვნის.  რეალურად რომელ კარს ვკეტავთ და რომელს ვაღებთ, რა განწყობებია საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონული არჩევნების შესახებ? – ამ კითხვებს პასუხობს გადაცემა “სათვალის” ეს ეპიზოდი, სადაც ნახავთ: