კლიმატის ცვლილება, რაც უფრო შორს, მით უფრო ახლოს — მსჯელობენ ჟურნალისტები

„ესაა დრო, როცა არქტიკა დადნა და ტემპერატურამ ელვის სისწრაფით მოიმატა; ესაა დრო, როცა პლანეტამ ნაწილებად დაშლა დაიწყო, როცა ფუტკრების პოპულაცია უეცრად განახევრდა.“— ბილ მაკკეინი, „ნავთობი და თაფლი“ „მოსახლეობას და მათ შორის ჩვენ, ჟურნალისტებსაც, გვგონია, რომ კლიმატის ცვლილებები, რაც ხდება და სადაც ხდება, ჩვენგან შორს არის — როგორც დროში, ისე სივრცეში,“ — ამ სიტყვებით გაიხსნა მსჯელობა, სადაც დასავლეთ საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები […]

რატომ კომპოსტირება?

აქ მიმოვიხილავთ კომპოსტირების მნიშვნელობას, როგორც ორგანული ნარჩენების მართვის ეფექტურ მეთოდს სოფლის მეურნეობაში. მოცემულია კომპოსტირების პრაქტიკული ასპექტები, მისი სარგებელი გარემოსა და ფერმერებისთვის, ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები კომპოსტირების პროცესის სწორად წარმართვისთვის. მემცენარეობისა და მეცხოველეობის წარმოებაში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენების არასწორი მართვა გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. ლპობის შედეგად გამოიყოფა სათბური გაზები (მეთანი და ნახშირორჟანგი), ხოლო არაკონტროლირებული განთავსების შემთხვევაში შესაძლოა დაბინძურდეს ნიადაგი და გრუნტის წყლები. კომპოსტირება ამ […]

„მწვანე ცვლილების დროა“ — ფოთი და ხობი მდგრად მომავალზე მსჯელობენ

ბუნებრივი სიმდიდრე, ეკონომიკური განვითარება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ერთ სტრატეგიულ გეგმად, როგორც ფოთისა და ხობის მწვანე ტრანზიციის გზა – ამ თემებზე ღია შეხვედრა გაიმართა ფოთში, რომელსაც ფოთისა და ხობის სხვადასხვა სექტორის —, ბიზნესის, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ორგანიზებით ჩატარდა. დისკუსიის მთავარი ღერძი იყო კითხვა: როგორ შეიძლება ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებმა, მდიდარმა ბუნებრივი რესურსებითა და ლოკაციით, […]

გაჩერება

ხუთშაბათს, 28 ნოემბერს ოკრიბის მიწას  ჩემი თანასოფლელი მიაბარეს , ის ერთ-ერთი იყო ვისაც ვიცნობდი , რომელიც თბილისშიც კი არასდროს ყოფილა… ვიცნობ ათეულობით ადამიანს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ზღვა არასდროს უნახავთ… ვიცნობ უფრო მეტს, ვინც არასდროს მჯდარა თვითმფრინავში, არც 37 მანეთად, არც 37 ევროდ … ზღვას,  თბილისს, უცხო ქვეყნებს  ისინი მხოლოდ ტელევიზორში ხედავენ, რადგან ტელევიზორი უფასოა, ინტერნეტი ძვირი და ვიდეოგაჭედილი, ისეთი […]

International Scientific Conference and Publication“Agroecological and Climate-Smart Reporting and Communication”

Call for Papers The Journalism Resource Center (JRC), in cooperation with Caucasus International University (CIU), with the support of the Swiss Agency for Development and Cooperation and in partnership with members of the Swiss Association of Communication and Media Research, announces a call for papers for the international peer-reviewed scientific conference and the academic journal: NEXUS: A Journal of Mass […]

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა თემაზე:„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“

სამეცნიერო სტატიების მიღების კონკურსი ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (CIU) ერთად, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით და შვეიცარიის კომუნიკაციისა და მედია კვლევების ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობით აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო კონფერენციისა და სამეცნიერო ჟურნალისთვის: NEXUS: A Journal of Mass Communication and Strategic Narratives პრიორიტეტული თემები აგროეკოლოგიური გაშუქების კვლევები, კლიმატური ცვლილებების გავლენა აგროეკოლოგიაზე, ადგილობრივ ფერმერულ პრაქტიკებზე და […]

სახალხო ანგარიშები უხალხოდ – მერის ანგარიშები

რას საქმიანობდნენ და რამდენად წარმატებით ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები? – ამ კითხვაზე პასუხს, მათ შორის მათ ყოველწლიურ ანგარიშებში უნდა ვხედავდეთ, რომლის ჩაბარება საჯაროდ, ხალხისთვის  თვითმმართველობის კოდექსით სავალდებულოა, თუმცა ადგილობრივი მთავრობების  მორიგმა 4 წლიანმა ციკლმა, რომელიც დასასრულს უახლოვდება, არაერთი ფორმალური ანგარიში დააგროვა. “მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის […]

Live-ში (არ) არის საკრებულოს სხდომა

“მოქალაქე კი არის ის, ვინც მონაწილეობს როგორც სახელმწიფოს მართვაში, ისე ქვეშევრდომობაში,“ – წერს არისტოტელე თავის წიგნში “პოლიტიკა” მოქალაქის ცნების განსაზღვრისას.  სახელმწიფოს მმართველობაში და გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, ფილოსოფოსები ჯერ კიდევ ძვ.წ IV საუკუნეში მსჯელობდნენ.  მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, ეპოქები შეიცვალა, თუმცა მოქალაქეთა ჩართულობის საკითხი კვლავაც ახალ ფორმებს ეძებს.  ამ სტატიაში ვისაუბრებთ მოქალაქეთა ჩართულობის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე, საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს […]

თებერვლის დიდთოვლობა გურიაში – რას ითხოვს მოსახლეობა და რას აკეთებს მთავრობა

2025 წლის 21 თებერვალს გურიაში მოსულმა ინტენსიურმა თოვამ სტიქიის სახე სულ რამდენიმე საათში მიიღო და ასეულობით ოჯახი დააზარალა. დაინგრა სახლები, მწყობრიდან გამოვიდა ყველა სახის ინფრასტრუქტურა და საკომუნიკაციო სისტემა. მიუხედავად ინტენსიური მუშაობისა, ყველა მუნიციპალიტეტში ხელისუფლების ღონისძიებებზე მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ იყო სტიქია, შესაბამისად, თოვლმა რამდენიმე დღეში ძალიან დიდი ზარალის გამოწვევა შეძლო. მოქალაქეების სტიქიის ზონიდან ბავშვების და ხანდაზმულების გაყვანას ითხოვნენ, ესაჭიროებოდათ მედიკამენტები […]

მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ხარაგაულის 2 სოფლიდან მოსახლეობა გაიყვანეს – ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როგორი კოორდინაცია მოგვცემდა მეტ ეფექტს? სად გვაქვს კრიტიკული სისუსტე? რას ვაკეთებთ და რას ვერ ვაკეთებთ სწორად?

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ამ 2 სოფელში მიწა რამდენიმე ადგილას რამდენიმე სანტიმეტრით გაიხსნა, შესაბამისი ვიდეომასალა ადგილობრივებმა 28 ივნისს სოციალურ მედიაში გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მალევე ხარაგაულის მუნიციპალირეტის მერიამ მედიასაშულებებთან გააგზავნა პრესრელიზი, რომლითაც გვაცნობა, სოფლებიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა […]