კეკელიძის N1-ში ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულებს შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიცაა
კეკელიძის N1-ში, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულებს შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიცაა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტის, მარიამ პატარიძის თქმით, გელა მთივლიშვილმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ მანქანაში პოლიცია მას გუდავდა. იურისტის განმარტებით, ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული. შსს-ში გვითხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. პრესსამსახურის განმარტებით, მსგავს შემთხვევებზე მიმართვის საფუძველზე მოკვლევას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იწყებს. ჟურნალისტირი ეთიკის […]