„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები – ონლაინ მედიის განცხადება
“ნებისმიერი ჟურნალისტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას”- ონლაინ მედია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ერთად განცხადებით ეხმაურება მედიის წარმომადგენლების სისტემურ დევნას, მათ პირად ნომრებზე დარეკვას და მუქარას. განცხადების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის მიღებამდე დაიწყო რეპრესიული მეთოდების გამოყენება. განცხადებას ხელს 20 მდე მედია აწერს. “ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ […]