იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან – კვლევა

“საქართველოში იძულებით გადაადგილებული ქალების უმრავლესობა — 87% — ფიქრობს, რომ კონფლიქტი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, 88% აფხაზ მოსახლეობასთან, 85% კი – ოს მოსახლეობასთან შერიგების მომხრეა” – ამ შედეგებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ. გამოკითხულთა შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გამოხატავენ ინტერესს, ჩაერთონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საჭირო აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ დიალოგებში. კვლევა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და […]

USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის

რას ურჩევდით თქვენს შვილებს, ოჯახის წევრებს ვიდრე პროფესიას აირჩევენ, რა შეკითხვებს დაუსვამდით და რა ინფორმაციას მიწვდიდით? შესაძლოა, შინაარსი რომელიც მოგიმზადეთ ამაში დაგეხმაროთ. ვსაუბრობთ პროფესიული განათლების შესახებ და რა შესაძლებლობები არსებობს ამ მიმართულებით. USAID-მა საქართველოში სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობით 29 ტრენინგ ცენტრი შექმნა. მათგან ერთ-ერთია გურჯაანის გასტრონომიული აკადემია, რომლის გახსნაც 2025 წელსაა დაგეგმილი.

სათვალე -274

რას ურჩევდით თქვენს შვილებს, ოჯახის წევრებს ვიდრე პროფესიას აირჩევენ, რა შეკითხვებს დაუსვამდით და რა ინფორმაციას მიწვდიდით? – შინაარსი, რომელიც მოგიმზადეთ პასუხების პოვნაში დაგეხმარებათ. კოდინგის სკოლა ქალებისათვის – გიყვებით ანა ჯღარკავა ისტორიას, რომელმაც სპეციალური პროექტი SPECIALTY COFFE HUB შექმნა; რეპორტაჟი ადიგენიდან, სადაც მეწყრულ ზონაში 19 ოჯახი ცხოვრობს; ნავალნის ისტორია, 47 წლის პოლიტიკოსი რუსეთიდან, რომელიც სისტემამ მოკლა;

რა საფრთხეებს უქმნის ხელოვნური ინტელექტი 2024 წლის არჩევნებს?

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გაყალბებული ხმა, რომელიც ამომრჩეველს მოუწოდებდა ხმა არ მიეცა შტატის საპრეზიდენტო პრაიმერის არჩევნებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო გენერირებული. გაყალბებული ხმა საკმაოდ რეალურად ჟღერდა. “შეინახეთ თქვენი ხმა ნოემბრის არჩევნებისთვის… ამ სამშაბათს ხმის დაფიქსირება საშუალებას აძლევს რესპუბლიკელებს კვლავ დონალდ ტრამპი აირჩიონ”, – ისმოდა გენერირებულ ხმაში. ეს შემთხვევა აძლიერებს შიშებს, რომ ხელოვნური ინტელექტი გაამარტივებს დეზინფორმაციული კამპანიების მომზადებას და გავრცელებას. მაგალითად, […]

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება „არასასურველი ორგანიზაციად“ გამოაცხადა

“რადიო თავისუფლება” რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ რეესტრის სიაში ” „არასასურველი ორგანიზაციები” რიგით 142-ე სუბიექტია. რადიო თავისუფლების პრეზიდენტის სტივენ კაპუსის განმარტებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება არის უახლესი მაგალითი იმისა, რომ რუსეთის მთავრობა სანდო გაშუქებას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს. „მილიონობით რუსი ჩვენზე იყო დამოკიდებული ათწლეულების განმავლობაში – მათ შორის რეკორდული აუდიტორია დაფიქსირდა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში – და ჩვენი ჩახშობის […]

“ცენზორის როლი მოირგო” – ქარტია EU-ს პრიზზე პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

“შალვა პაპუაშვილი დღეს თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს” – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისგან EU-ს პრიზის კონკურსში გელა მთივლიშვილის მასალის ” დანაშაული შოვში” გასვლაზე განმარტების გაკეთებას ითხოვდა. ქარტია განცხადებით ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს – “ამგვარი კომენტარების კეთების ნაცვლად იმაზე იზრუნონ, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად და […]

რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე – პაპუაშვილი EU -ის პრიზის ფინალში გელა მთივლიშვილის სტატიის გასვლაზე

“მნიშვნელოვანია, განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე” – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მთის ამბების რედაქტორის გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატიის “დანაშაული შოვში ” EU-ის პრიზის ფინალში მოხვედრის გამო ევროკავშირისგან განმარტებებს ითხოვს. პაპუაშვილი მთის ამბების რედაქტორზე ამბობს – ” ის ადამიანები, მათ შორის, თავს ჟურნალისტს რომ უწოდებენ, მთივლიშვილს ვგულისხმობ” და მას სტატიით ტყუილებს გავრცელებაში ადანაშაულებს. […]

USAID-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, კომპანია NOVA-მ 60-მდე თანამშრომელი გადაამზადა

USAID-ის საგრანტო პროგრამის „პროფესიული უნარებისა და ცოდნის განვითარების“ ფარგლებში, კომპანია NOVA-მ მარაგების მართვისა და ლოჯისტიკის მიმართულებით 60-მდე თანამშრომელი გადაამზადა როგორც თბილისში, ისე ბათუმში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებშივე გაიხსნა ტრენინგ ცენტრიც – რომლის მიზანიც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა – ცნობა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა გაავრცელა. უწყების განმარტებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ნავალნის სიკვდილს უკვე გამოეხმაურა დასავლეთის არაერთი ლიდერი: შარლ მიშელი – ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. „ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებისთვის. ის თავის იდეალებს შეეწირა. ევროკავშირი ამ ტრაგიკული სიკვდილისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს.” […]