სათვალე – 276

8 მარტის ქალების” ისტორია აერთიანებს – ქალს ევროკავშირის დროშით წყლის ჭავლის წინააღმდეგ, წყლის ჭავლზევე მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით, ქალს ეროვნული გმირების კალენდრით პარლამენტში – ვიდეო არქივიდან; რელიგია როგორც სიყვარულის, შემწყნარებლობის სიმბოლო თუ რელიგია, როგორც დაპირისპირების და დაყოფის იარაღი-დაბა ადიგენში მოსახლეობა მუსლიმთა სალოცავის გახსნას აპროტესტებდა, სიუჟეტიდან გაიგებთ რა ხდებოდა ადგილზე, რას ამბობს ადიგენის მერი და რა პოზიცია აქვთ მუსლიმთა სამმართველოში და […]

სათვალე – 275

სკოლა და რელიგია, რა გვასწავლა არწივანის გაკვეთილმა? – TOK TV-ის რეპორტაჟი წალკიდან; რუსეთმა უკრაინიდან 20 000 მეტი ბავშვი უკანონოდ გაიყვანა – უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 წლის თავზე ბავშვების მცირე ნაწილი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. რას ჰყვებიან შინ დაბრუნებული არასრულწლოვანები – ინტერვიუ მარიანა პრისიაჟნიუკთან; ორი წლის რეზიუმე: რა ეტაპზეა ომი უკრაინაში? – ამერიკის ხმა; ხელოვნური ინტელექტი და არჩევნები.

სათვალე -274

რას ურჩევდით თქვენს შვილებს, ოჯახის წევრებს ვიდრე პროფესიას აირჩევენ, რა შეკითხვებს დაუსვამდით და რა ინფორმაციას მიწვდიდით? – შინაარსი, რომელიც მოგიმზადეთ პასუხების პოვნაში დაგეხმარებათ. კოდინგის სკოლა ქალებისათვის – გიყვებით ანა ჯღარკავა ისტორიას, რომელმაც სპეციალური პროექტი SPECIALTY COFFE HUB შექმნა; რეპორტაჟი ადიგენიდან, სადაც მეწყრულ ზონაში 19 ოჯახი ცხოვრობს; ნავალნის ისტორია, 47 წლის პოლიტიკოსი რუსეთიდან, რომელიც სისტემამ მოკლა;

სათვალე – 236

კანდიდატის სტატუსი და რუსული კანონი – როგორია ჩვენი ევროპული ინტეგრაცია დღეს? „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ – ვინ დგას მილსადენზე მომხდარი აფეთქების უკან? – ამერიკის ხმა მედიის როლი კახელი მეწარმის საქმეში – JRC