სათვალე – 307
სათვალე
“მე ომში დავიბადე, მამაჩემიც იყო ამ ომში, ძალიან ბევრი ტრავმა მოუტანა ამ ყველაფერმა, მაგრამ იბრძოდა თავისი შვილისთვის და იმისთვის, რომ გვეცხოვრა თავისუფალ საქართველოში” – სტენდაპ კომიკოსი ნინიკო ლეკიშვილი სოხუმიდან, რაზე და რატომ ხუმრობს ის სცენიდან – ვრცლად ინტერვიუში; წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი – ინტერვიუ ვახუშტი მენაბდესთან; რატომ ევროკავშირი – პასუხს სიუჟეტიდან გაიგებთ, გაიგებთ იმასაც, რომ მხოლოდ 2023 წელს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში […]
შუქრუთი – სოფელი მდიდარი მადნით და ღარიბი ხალხით – კომპენსაციების მიღებაზე, კომპანიის მხრიდან გაჟღერებულ ოპოზიციურ წახალისებაზე შუქრუთელები გვპასუხობენ; ვის არ უნდა მშვიდობა? – ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან; „ისტორიები ცვლილებებზე” ანუ ისტორიები იმ ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით ცვლიან გარემოს თავისთვის და ქვეყნისთვის; მე-19 საუკუნეში ყაისნაღით მოქსოვილი და ველური მცენარეებით შეღებილი ფარდაგი და აჭარული ტრადიციით შესრულებული წინდები წალკის სოფლებიდან – შორენა ლაბაძის რეპორტაჟი.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებისას დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის მეუღლემ ბრალი აღიარა. როგორ აისახება ეს უჩა აბაშიძის საქმეზე?-დეტალებზე მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე საუბრობს; “იგი საკანში ტყვესავითაა” – აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. როგორია ჟურნალისტის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა – ინტერვიუ სევინჯ სადიგოვასთან; როგორია ოკუპაციის საკითხი პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში და რა გათვლას ეფუძნებოდა ქართული ოცნების ბოდიშის კამპანია […]
რა სურს ხალხს რეალურად, როგორია მათი განწყობები ევროკავშირში წევრობის მიმართ, რას ფიქრობენ რუსეთის ომზე უკრაინაში, სად სურთ მათმა შვილებმა მიიღონ განათლება და რას ნიშნავს იყო ქართველი? – ლიბერალური აკადემიის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ინტერვიუში ზვიად ქორიძესთან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების კოორდინატორთან ერთად ვსაუბრობთ.
Რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლეს პუტინის მსგავსი მმართველებისათვის? ამ კითხვაზე პასუხი პუტინის პოლიტიკური კარიერის დასაწყისშივე ბირთვული წყალქვეშა ნავის კურსკის ტრაგედიამ გასცა-შვებულებაში მყოფმა პუტინმა 2000 წლის 12 აგვისტოს 118 ადამიანი გაწირა – მეტ დეტალს ბელსატის ვიდეოდან გაიგებთ; ნუნუ ჩლაიძე, მასწავლებელი ფხვენისიდან, ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა მანქანაში ჩაცხრილეს – აგვისტოს ომიდან 16 წლის თავზე ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე “ამერიკის ხმასთან” საუბრობს; Რა სჭირდებათ […]
როგორ გაქრა შოვი – 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა – შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ რადიო თავისუფლება ადგილზე ჩავიდა და ვრცელი მასალა მოამზადა; მაღალი რისკის ზონის განაშენიანების გენგეგმა – გოდერძი; Სასამართლო, როგორც კლანის სამართავი და გავლენების გასაძლიერებელი მექანიზმი თუ სასამართლო სივრცე, სადაც ადამიანმა სამართალი უნდა ეძიოს? – კითხვებს ნაზი ჯანეზაშვილი, “სასამართლოს გუშაგის” დირექტორი პასუხობს; […]
ჯებირის დაზიანების, 400 ლარიანი ზარალის მოტივით დაკავებული, ომარ ოკრიბელაშვილი პატიმრობაში რჩება, საქმე აღიძრა ომარის მამის მიმართაც. გიორგი ოკრიბელაშვილს 2300 ლარიანი ჯარიმის გადახადა დააკისრეს – ინტერვიუში ომარის მშობლები სასამართლო სხდომების მიმდინარეობასა და სასჯელის მართლზომიერებაზე საუბრობენ; ქართული კინოინდუსტრია ძლიერი მაკონტროლებელი ხელის ქვეშ; პროფესიული გადამზადების კურსები სამშენებლო სფეროში და გარანტირებული დასაქმება – Element Holding-ის და USAID-ის ერთობლივი პროექტი სამშენებლო სექტორში პროფესიული განათლების ხარისხის […]
რა სურს საქართველოს მოსახლეობას და რამდენად ითვალისწინებენ პოლიტიკური პარტიები ხალხის რეალურ საჭიროებებს-ამ საკითხებზე კვლევა სამეგრელოსა და კახეთში ჩატარდა; არჩევნები და რუსული კანონი – თემაზე გურიის სამოქალაქო ცენტრის ორგანიზებით ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა; ფრენბურთის მოედანი, თანამედროვე ბიბლიოთეკა და კინოთეატრი – ეს სურვილები ახალციხეში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეკუთვნით, ადგილობრივი ტელევიზია TOK TV ახალგაზრდებს მათ სურვილებსა და საჭიროებებზე ესაუბრა.