ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან

მაშინ როდესაც ქართული ოცნება მშვიდობით მანიპულირებს და ამავე მიზნით დასავლეთს, გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებს, ჩავთვალეთ საჭიროდ ცოტა მეტი ინფორმაცია შეგვეგროვებინა ევროკავშირის მშვიდობის და “რუსული მშვიდობის” შესახებ. ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი, რომელიც ქართული ოცნების კოალიციაში წლების წინ თავადვე იყო, დეტალურად ადარებს ამ ორ მმართველობით სისტემას და მათ ღირებულებებს.

წინაპრების საფლავებს ვეღარ ვიპოვით- შუქრუთის მცხოვრები

“გვენგრევა სახლ-კარი, გვენგრევა ყველაფერი, სასაფლაოები ჩაინგრა, წინაპრების საფლავებს ვეღარ ვიპოვით, ეკლესია ინგრევა, სკოლა დაინგრა”; “იმხელა ნაპრალები გაჩნდა ფანარი, რომ ჩავანათოთ შუქი არ ჩადის ბოლომდე”; “იქ ცხოვრება ფიზიკურად გაუსაძლისია” ; ამბობენ შუქრუთელები, რომლებიც 11 სექტემბრიდან მოყოლებული აქციებს პარლამენტთან მართავენ, მთავრობიდან მათთან ამ დრომდე არავინ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მედიაციის პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. მათ კომპანიისგან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, […]

“იგი საკანში ტყვესავითაა” – სევინჯ სადიგოვა დაკავებულ მეუღლეზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე

“დილას და საღამოს იქ ცივა. საკანში ფანჯარა არაა. აფგანი ძლიერ ავად გახდა და თავს ცუდად გრძნობს, ამიტომაც ექიმმა უნდა ნახოს. იგი საკანში ტყვესავითაა. აქციის შემდეგ მის მიმართ უფრო სასტიკი გახდნენ” – გვიყვება სევინჯ სადიგოვა აფგანზე, რომელიც თბილისში 4 აგვისტოს დააკავეს. 3 დღის წინ აფგანმა შიმშილობაც დაიწყო, მოთხოვნა ერთია – საქართველომ ის არ გადასცეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სევინჯის თქმით, საფრთხის ქვეშ არის თავადაც, არასრულწლოვან შვილებთან ერთად.

უჩა აბაშიძის საქმე – რას (არ) ცვლის მარიამ იაშვილის აღიარება – ინტერვიუ ადვოკატთან

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებისას დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის მეუღლემ ბრალი აღიარა, დაკავებიდან 5 თვის თავზე. რატომ ახლა, რა გარემოებებში, იყო თუ არა მასზე ზეწოლა? ეს არაფერი ვიცით, იმიტომ რომ ვისაც ამის თქმა შეუძლია, ანუ ადვოკატებს ჩვენთან არ საუბრობს. თუმცა, მოვახერხეთ ამ ახალ გარემოებაზე გვესაუბრა უჩა აბაშიძის ადვოკატთან. რა გავლენა ექნება ამ აღიარებას უჩა აბაშიძის საქმის მიმდინარეობაზე-ნახეთ ვიდეოში.

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

როგორია ოკუპაციის საკითხი პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში და რა გათვლას ეფუძნებოდა ქართული ოცნების ბოდიშის კამპანია – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან.

“ჩვენ არ ველოდით იმას, რაც ამ გაზაფხულზე მოხდა” – ინტერვიუ გერმანიის ელჩთან

“ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია, ჩვენ ვამბობთ: აქ გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, სამართლებრივი სახელმწიფო, გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უფლებები” – პეტერ ფიშერი. გერმანიის ელჩის თქმით არ ელოდნენ, რომ: 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პარტნიორობისა და მეგობრობის შემდეგ, უცებ როგორღაც საქართველოსთვის საშიშები გავხდით, თურმე საქართველოს ვმტრობთ, საუბარია გლობალური ომის პარტიაზე და ლიბერალურ ფაშიზმზე. იმას, რაც ამ გაზაფხულზე მოხდა, კერძოდ კი საქართველოს იმ […]

400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – ინტერვიუ ადვოკატთან

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან აღმართული 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. დაცვის მხარე მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

რა არის ახალი უჩა აბაშიძის საქმეში? – ინტერვიუ ადვოკატთან

ინტერვიუ უჩა აბაშიძის ადვოკატთან, შოთა თუთბერიძესთან. ბლოგერი უჩა აბაშიძე პატიმრობაში რჩება. წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ, აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა. ადვოკატი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ნაწილი მისი სახლიდან ამოღებული არ არის. საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო საქმეში ისინი? ადასტურებენ თუ არა ვიდეომასალაში მონაწილეობას ფიგურანტები? და ზოგადად რა არის საქმეში ახალი? ინტერვიუ N1 შოთა თუთბერიძესთან.

რუსული კანონის გავლენა – ინტერვიუ მარიანა ბოლსთან

რუსული კანონის მიღების გამო ფონდმა „ფეა თრიიზმა” ონში გარკვეულ პროექტებზე მუშაობა შეწყვიტა “ეს კანონი უწინარესად საქართველოს რიგით მოქალაქეს აყენებს უდიდეს ზიანს. სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამებისგან სარგებელს პირველ რიგში ისინი იღებენ. ასე, რომ თითოეულ ქართველს მოვუწოდებ გამოიღვიძოს და გამოიყენოს მისთვის ბოძებული შანსი. რადგან ქართული ოცნება გადაიზარდა ოცნების კოშმარში” – ამბობს ინტერვიუში კომპანია ,,ფეა თრიიზ”-ის ხელმძღვანელი მარიანა ბოლსი.

მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმება გორის და თელავის მაგალითზე

ვსაუბრობთ მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმება გორის და თელავის მაგალითზე. რა პროექტები ხორციელდება ქვეყანაში ამ მიმართულებით დასავლელი პარტნიორების დახმარებით და როგორც ეხმარება ახალგაზრდებს ადგილობრივი ორგანიზაციები დასაქმებასა და თვითდასაქმებაში. გადაცემის სტუმრები: