“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს” – ევროკავშირი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის დაბრუნებას და ინიციირებას ეხმიანება
“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს” – ევროკავშირი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის დაბრუნებას და ინიციირებას ეხმიანება. განცხადების მიხედვით, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია და “ასევე გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის”. “ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება, ხოლო […]