სათვალე – 293

უჩა აბაშიძის საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებების ნაწილი ბლოგერის სახლიდან არ არის ამოღებული – რა სიახლეებია მის საქმეში ადვოკატი შოთა თუთბერიძე საუბრობს; 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა -დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდა – როგორ წარიმართა სასამართლო სხდომა და ვინ არის საქმის მოსამართლე – ინტერვიუ ახალგაზრდების ადვოკატთან ანა გახოკიძესთან; სამართლიანი სასამართლოს უფლება, კონსტიტუციით გარანტირებული […]

400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – ინტერვიუ ადვოკატთან

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან აღმართული 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. დაცვის მხარე მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

რა არის ახალი უჩა აბაშიძის საქმეში? – ინტერვიუ ადვოკატთან

ინტერვიუ უჩა აბაშიძის ადვოკატთან, შოთა თუთბერიძესთან. ბლოგერი უჩა აბაშიძე პატიმრობაში რჩება. წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ, აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა. ადვოკატი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ნაწილი მისი სახლიდან ამოღებული არ არის. საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო საქმეში ისინი? ადასტურებენ თუ არა ვიდეომასალაში მონაწილეობას ფიგურანტები? და ზოგადად რა არის საქმეში ახალი? ინტერვიუ N1 შოთა თუთბერიძესთან.

სათვალე – 292

ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება – თემაზე ჰიბრიდული ომების მკვლევარს დავით ძიძიშვილს ვესაუბრეთ; 10 წელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან; გამოხატვის თავისუფლება – ამერიკაში მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბებული კუკლუქსკლანის მაგალითზე, სამოქალაქო იდეის მიერ შექმნილ ვიდეოში ნახავთ თუ რით უნდა ხელმძღვანელობდეს მოსამართლე როდესაც ამა თუ იმ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. #რა_შეუძლია_მოსამართლეს მილხიდის მოწყობის გრძელი ისტორია – TOK TV; […]

“მელიორა 2024“-ზე წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდებიან

“მელიორა 2024”-ზე გამარჯვებულ კომპანიებს და პროექტებს გამოავლენენ, – ღონისძიება ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი. გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია 2 ივლისს, 19:00-ზე გაიმართება. კონკურსზე წარმოდგენილი იქნება კერძო სექტორის ის გამორჩეული CSR პროექტები, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. გთავაზობთ CSRDG-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უცვლელად: „მელიორა 2024“-ის მთავარი მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ყოველწლიური კონკურსის ფარგლებში, ბიზნესკომპანიებს ჯილდო იმ საუკეთესო […]

სათვალე – 291

როგორია სამყარო, რომელშიც მომავალ თაობას სურს იცხოვროს? კინოთეატრი, მუსიკალური ბენდის სივრცე, ბევრი სიკეთე და ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა – ახალგაზრდებს ახალციხიდან ვკითხეთ როგორი უნდათ რომ მათი ქვეყანა იყოს; ახალციხეში ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში, მოსახლეობა წლებია საკანალიზაციო სისტემის, წლის, ბუნებრივი არის გარეშე მხოლოდ დაპირებებით ცხოვრობს – TOK TV; ევროკავშირის მინისტრები საქართველოში რუსული კანიონის მიღების შემდეგ საპასუხო ზომებზე მსჯელობენ – რას უნდა ველოდოთ […]

რუსული კანონის გავლენა – ინტერვიუ მარიანა ბოლსთან

რუსული კანონის მიღების გამო ფონდმა „ფეა თრიიზმა” ონში გარკვეულ პროექტებზე მუშაობა შეწყვიტა “ეს კანონი უწინარესად საქართველოს რიგით მოქალაქეს აყენებს უდიდეს ზიანს. სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამებისგან სარგებელს პირველ რიგში ისინი იღებენ. ასე, რომ თითოეულ ქართველს მოვუწოდებ გამოიღვიძოს და გამოიყენოს მისთვის ბოძებული შანსი. რადგან ქართული ოცნება გადაიზარდა ოცნების კოშმარში” – ამბობს ინტერვიუში კომპანია ,,ფეა თრიიზ”-ის ხელმძღვანელი მარიანა ბოლსი.

მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმება გორის და თელავის მაგალითზე

ვსაუბრობთ მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმება გორის და თელავის მაგალითზე. რა პროექტები ხორციელდება ქვეყანაში ამ მიმართულებით დასავლელი პარტნიორების დახმარებით და როგორც ეხმარება ახალგაზრდებს ადგილობრივი ორგანიზაციები დასაქმებასა და თვითდასაქმებაში. გადაცემის სტუმრები:

ბიჭი ვანიდან – რატომ დააკავეს საბა მეფარიშვილი

“საბას სასამართლოზეც ეტყობოდა, რომ დაზიანებები ჰქონდა სახის არეში, გასაუბრების შემდეგ გვითხრა, რომ ფეხებშიც ურტყამდნენ. ის მიუთითებდა, რომ ერთ-ერთი ფეხი სტკიოდა და იქ არ დაერტყათ, მაგრამ პირიქით, როდესაც ის მიუთითებდა-ეს ფეხი მტკივა და აქ ნუ მირტყამთ, პირიქით, უფრო სისასტიკით ამ ლოკაციაზე ურტყამდნენ” – ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი ანა გახოკიძე, რომელიც საბა მეფარიშვილს ინტერესებს იცავს. საბა მეფარიშვილი პოლიციამ 16 მაისს აქციაზე […]

6 წელი ჯებირის დაზიანებისთვის

ინტერვიუ გიორგი ოკრიბელაშვილთან 16 მაისს 05:30 საათზე პოლიციამ დააკავა 19 წლის ახალგაზრდა. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების მოტივით, რომლის ღირებულებაც პროკურატურისვე შეფასებით დაახლოებით 400 ლარია. დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილია, მან დაკავებამდე რამდენადმე დღით ადრე დაასრულა სავალდებულო სამხედრო სამსახური. გადაცემა “სათვალის” სტუმარია ომარ ოკრიბელაშვილის მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი.