სათვალე-309

რატომ გვიყვარს ევროპა? რა გახსენდებათ მაგალითად გერმანიის გაგონებისას, იტალიის, ესპანეთის, ესტონეთის? დღეს გადაცემას სრულად ვუთმობთ ევროპაში მოგზაურობას, უფრო კონკრეტულად: ვიმოგზაურებთ ისტორიაში და დავათვალიერებთ ლუდვიგ მეორის სასახლეს, გავემგზავრებით ესპანეთში პიკასოს კვალდაკვალ. მოკლედ მივდივართ ევროპაში.

სათვალე-308

“ევროპის და ამერიკის კარი არასოდეს დაგეკეტოთ, საქართველოს ევროპული ორიენტაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ყოვლად მიუღებელია” – ეს სიტყვები დმანისის მთავარეპისკოპოსს მეუფე ზენონს ეკუთვნის.  რეალურად რომელ კარს ვკეტავთ და რომელს ვაღებთ, რა განწყობებია საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონული არჩევნების შესახებ? – ამ კითხვებს პასუხობს გადაცემა “სათვალის” ეს ეპიზოდი, სადაც ნახავთ:

სათვალე – 306

“მე ომში დავიბადე, მამაჩემიც იყო ამ ომში, ძალიან ბევრი ტრავმა მოუტანა ამ ყველაფერმა, მაგრამ იბრძოდა თავისი შვილისთვის და იმისთვის, რომ გვეცხოვრა თავისუფალ საქართველოში” – სტენდაპ კომიკოსი ნინიკო ლეკიშვილი სოხუმიდან, რაზე და რატომ ხუმრობს ის სცენიდან – ვრცლად ინტერვიუში; წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი – ინტერვიუ ვახუშტი მენაბდესთან; რატომ ევროკავშირი – პასუხს სიუჟეტიდან გაიგებთ, გაიგებთ იმასაც, რომ მხოლოდ 2023 წელს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში […]

სათვალე – 305

შუქრუთი – სოფელი მდიდარი მადნით და ღარიბი ხალხით – კომპენსაციების მიღებაზე, კომპანიის მხრიდან გაჟღერებულ ოპოზიციურ წახალისებაზე შუქრუთელები გვპასუხობენ; ვის არ უნდა მშვიდობა? – ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან; „ისტორიები ცვლილებებზე” ანუ ისტორიები იმ ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით ცვლიან გარემოს თავისთვის და ქვეყნისთვის; მე-19 საუკუნეში ყაისნაღით მოქსოვილი და ველური მცენარეებით შეღებილი ფარდაგი და აჭარული ტრადიციით შესრულებული წინდები წალკის სოფლებიდან – შორენა ლაბაძის რეპორტაჟი.

სათვალე-304

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებისას დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის მეუღლემ ბრალი აღიარა. როგორ აისახება ეს უჩა აბაშიძის საქმეზე?-დეტალებზე მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე საუბრობს; “იგი საკანში ტყვესავითაა” –  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. როგორია ჟურნალისტის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა – ინტერვიუ სევინჯ სადიგოვასთან;  როგორია ოკუპაციის საკითხი პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში და რა გათვლას ეფუძნებოდა ქართული ოცნების ბოდიშის კამპანია […]

სათვალე – 299

რა სურს ხალხს რეალურად, როგორია მათი განწყობები ევროკავშირში წევრობის მიმართ, რას ფიქრობენ რუსეთის ომზე უკრაინაში, სად სურთ მათმა შვილებმა მიიღონ განათლება და რას ნიშნავს იყო ქართველი? –  ლიბერალური აკადემიის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ინტერვიუში ზვიად ქორიძესთან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების კოორდინატორთან ერთად ვსაუბრობთ.

სათვალე – 298

Რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლეს პუტინის მსგავსი მმართველებისათვის? ამ კითხვაზე პასუხი პუტინის პოლიტიკური კარიერის დასაწყისშივე ბირთვული წყალქვეშა ნავის კურსკის ტრაგედიამ გასცა-შვებულებაში მყოფმა პუტინმა 2000 წლის 12 აგვისტოს 118 ადამიანი გაწირა – მეტ დეტალს ბელსატის ვიდეოდან გაიგებთ; ნუნუ ჩლაიძე, მასწავლებელი ფხვენისიდან, ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა მანქანაში ჩაცხრილეს – აგვისტოს ომიდან 16 წლის თავზე ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე “ამერიკის ხმასთან” საუბრობს; Რა სჭირდებათ […]

სათვალე – 297

როგორ გაქრა შოვი – 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა – შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ რადიო თავისუფლება ადგილზე ჩავიდა და ვრცელი მასალა მოამზადა; მაღალი რისკის ზონის განაშენიანების გენგეგმა – გოდერძი; Სასამართლო, როგორც კლანის სამართავი და გავლენების გასაძლიერებელი მექანიზმი თუ სასამართლო სივრცე, სადაც ადამიანმა სამართალი უნდა ეძიოს? – კითხვებს ნაზი ჯანეზაშვილი, “სასამართლოს გუშაგის” დირექტორი პასუხობს; […]