სათვალე – 307
სათვალე
“მე ომში დავიბადე, მამაჩემიც იყო ომში, ძალიან ბევრი ტრავმა მოუტანა ამ ყველაფერმა, მაგრამ იბრძოდა თავისი შვილისთვის და იმისთვის, რომ გვეცხოვრა თავისუფალ საქართველოში” – სტენდაპ კომიკოსი ნინიკო ლეკიშვილი სოხუმიდან, რაზე და რატომ ხუმრობს ის სცენიდან ნახეთ ინტერვიუში.
არჩევნებამდე დაახლოებით სამი კვირაა დარჩენილი, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით ის საარჩევნო პროგრამა, რითაც მაგალითად, მმართველი გუნდი დაშინებასთან ერთად ამომრჩევლის მოხიბვლას შეძლებს. თუმცა პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებით ვერც ოპოზიცია დაიკვეხნის. იურისტი ვახუშტი მენაბდე წინასაარჩევნო გარემოს ანალიზით. ‘ჩვენ ახლა ვართ ავტორიტარიზმში და ავტორიტარიზმი უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიით. დემოკრატიული სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ პრობლემების მოსაგვარებლად გაიხსნება სივრცე. ოპოზიციურმა პარტიებმა ამაზე უნდა ილაპარაკონ. […]
“მე ომში დავიბადე, მამაჩემიც იყო ამ ომში, ძალიან ბევრი ტრავმა მოუტანა ამ ყველაფერმა, მაგრამ იბრძოდა თავისი შვილისთვის და იმისთვის, რომ გვეცხოვრა თავისუფალ საქართველოში” – სტენდაპ კომიკოსი ნინიკო ლეკიშვილი სოხუმიდან, რაზე და რატომ ხუმრობს ის სცენიდან – ვრცლად ინტერვიუში; წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი – ინტერვიუ ვახუშტი მენაბდესთან; რატომ ევროკავშირი – პასუხს სიუჟეტიდან გაიგებთ, გაიგებთ იმასაც, რომ მხოლოდ 2023 წელს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში […]
თიბისი საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში განათლებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის. 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან 18-24 წლის ახალგაზრდებს პლატფორმა „თიბისი კამპუსის“ ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია შეუძლიათ.
მაშინ როდესაც ქართული ოცნება მშვიდობით მანიპულირებს და ამავე მიზნით დასავლეთს, გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებს, ჩავთვალეთ საჭიროდ ცოტა მეტი ინფორმაცია შეგვეგროვებინა ევროკავშირის მშვიდობის და “რუსული მშვიდობის” შესახებ. ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი, რომელიც ქართული ოცნების კოალიციაში წლების წინ თავადვე იყო, დეტალურად ადარებს ამ ორ მმართველობით სისტემას და მათ ღირებულებებს.
შუქრუთი – სოფელი მდიდარი მადნით და ღარიბი ხალხით – კომპენსაციების მიღებაზე, კომპანიის მხრიდან გაჟღერებულ ოპოზიციურ წახალისებაზე შუქრუთელები გვპასუხობენ; ვის არ უნდა მშვიდობა? – ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან; „ისტორიები ცვლილებებზე” ანუ ისტორიები იმ ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით ცვლიან გარემოს თავისთვის და ქვეყნისთვის; მე-19 საუკუნეში ყაისნაღით მოქსოვილი და ველური მცენარეებით შეღებილი ფარდაგი და აჭარული ტრადიციით შესრულებული წინდები წალკის სოფლებიდან – შორენა ლაბაძის რეპორტაჟი.
“გვენგრევა სახლ-კარი, გვენგრევა ყველაფერი, სასაფლაოები ჩაინგრა, წინაპრების საფლავებს ვეღარ ვიპოვით, ეკლესია ინგრევა, სკოლა დაინგრა”; “იმხელა ნაპრალები გაჩნდა ფანარი, რომ ჩავანათოთ შუქი არ ჩადის ბოლომდე”; “იქ ცხოვრება ფიზიკურად გაუსაძლისია” ; ამბობენ შუქრუთელები, რომლებიც 11 სექტემბრიდან მოყოლებული აქციებს პარლამენტთან მართავენ, მთავრობიდან მათთან ამ დრომდე არავინ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მედიაციის პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. მათ კომპანიისგან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, […]
ოფროუდ ექსპედიცია, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, მიზნად ოვერლენდინგ მოგზაურობის პოპულარიზაციას ისახავდა. ღონისძიების მიზანი უგზოობისა და სირთულეების გადალახვის მოყვარულთა მიერ საქართველოს თვალწარმტაცი, თუმცა, მიუვალი ადგილების აღმოჩენა იყო.
“დილას და საღამოს იქ ცივა. საკანში ფანჯარა არაა. აფგანი ძლიერ ავად გახდა და თავს ცუდად გრძნობს, ამიტომაც ექიმმა უნდა ნახოს. იგი საკანში ტყვესავითაა. აქციის შემდეგ მის მიმართ უფრო სასტიკი გახდნენ” – გვიყვება სევინჯ სადიგოვა აფგანზე, რომელიც თბილისში 4 აგვისტოს დააკავეს. 3 დღის წინ აფგანმა შიმშილობაც დაიწყო, მოთხოვნა ერთია – საქართველომ ის არ გადასცეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სევინჯის თქმით, საფრთხის ქვეშ არის თავადაც, არასრულწლოვან შვილებთან ერთად.