ოფროუდ ექსპედიცია მიუვალი ადგილების აღმოსაჩენად

ოფროუდ ექსპედიცია, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, მიზნად ოვერლენდინგ მოგზაურობის პოპულარიზაციას ისახავდა. ღონისძიების მიზანი უგზოობისა და სირთულეების გადალახვის მოყვარულთა მიერ საქართველოს თვალწარმტაცი, თუმცა, მიუვალი ადგილების აღმოჩენა იყო.

“იგი საკანში ტყვესავითაა” – სევინჯ სადიგოვა დაკავებულ მეუღლეზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე

“დილას და საღამოს იქ ცივა. საკანში ფანჯარა არაა. აფგანი ძლიერ ავად გახდა და თავს ცუდად გრძნობს, ამიტომაც ექიმმა უნდა ნახოს. იგი საკანში ტყვესავითაა. აქციის შემდეგ მის მიმართ უფრო სასტიკი გახდნენ” – გვიყვება სევინჯ სადიგოვა აფგანზე, რომელიც თბილისში 4 აგვისტოს დააკავეს. 3 დღის წინ აფგანმა შიმშილობაც დაიწყო, მოთხოვნა ერთია – საქართველომ ის არ გადასცეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სევინჯის თქმით, საფრთხის ქვეშ არის თავადაც, არასრულწლოვან შვილებთან ერთად.

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

როგორია ოკუპაციის საკითხი პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში და რა გათვლას ეფუძნებოდა ქართული ოცნების ბოდიშის კამპანია – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან.

სათვალე-304

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებისას დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის მეუღლემ ბრალი აღიარა. როგორ აისახება ეს უჩა აბაშიძის საქმეზე?-დეტალებზე მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე საუბრობს; “იგი საკანში ტყვესავითაა” –  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. როგორია ჟურნალისტის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა – ინტერვიუ სევინჯ სადიგოვასთან;  როგორია ოკუპაციის საკითხი პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში და რა გათვლას ეფუძნებოდა ქართული ოცნების ბოდიშის კამპანია […]

“კომპანია არაერთგზის არის დაჯარიმებული” – ბათუმის მერია ლიფტის ჩამოვარდნისას დაღუპულის საქმეზე

ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, რომ კომპანია, რომლის აშენებულ კორპუსში ლიფტის ჩამოვარდნისას ადამიანი დაიღუპა, არაერთგზის ჰყავთ დაჯარიმებული. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შპს “ჯითი ბათუმი” მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა და “მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გატარებულია ყველა სამართლებრივი ღონისძიება.” ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, 17 სექტემბერს ლიფტი მე-16 სართულიდან ჩავარდა. შემთხვევას ლიფტის კაბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო […]

თიბისის ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო

თიბისის ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო- www.tbceducation.ge თიბისი ტექსკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. რეგისტრაცია შეგიძლიათ 10 სექტემბრიდან, 22 სექტემბრის ჩათლით. აირჩიე შენთვის სასურველი ონლაინ კურსი: 

რას ნიშნავს იყო მოქალაქე ? – პასუხები საქართველოს 5 რეგიონიდან

რას ნიშნავს იყო მოქალაქე? “საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე აკეთო, საზოგადოებასთან ერთად”; “იყო მოქალაქე პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა”; “ნიშნავს, წახვიდე არჩევნებზე და შენი პოზიცია დააფიქსირო”; “მხოლოდ არჩევნებზე მისვლით არ მთავრდება მოქალაქის ვალდებულება, მან უნდა გააკონტროლოს კიდეც არჩეული ხელისუფლება”; კითხვაზე პასუხებს მოქალაქეები სცემენ საქართველოს 5 რეგიონიდან.

სათვალე – 302

სოფელ საყდრიონში ადგილობრივი ტელევიზია TOK TV მოსახლეობას შეხვდა იმისთვის, რომ პირიქით, მათი კითხვები მოესმინა იმ პრობლემებსა და საჭიროებებზე, რომლებზეც გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან და პოლიტიკოსებისგან არ ესმით; წალკის ტბის თეთრი ყინულის შავი არქეოლოგია – TOK TV; სტუდია ვაშინგტონი – ამერიკის ხმა; ჩვენ ამისგან ვაკეთებთ – საქართველოსა და USAID-ის თანამშრომლობის “არაჩვეულებრივი გამოფენა”

Ჩვენ ამისგან ვაკეთებთ – საქართველოსა და USAID-ის თანამშრომლობის “არაჩვეულებრივი გამოფენა”

USAID საქართველოსთან და მის მოქალაქეებთან 1992 წლიდან თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციამ ამერიკელი ხალხის საშუალებით, $1.9 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა გაუწია ქვეყანას. USAID, როგორც აშშ-ს მთავრობის ნაწილი, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და მისი მიზანია დაეხმაროს ქვეყანას გახდეს უფრო უსაფრთხო, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპასთან მჭიდროდ ინტეგრირებული პარტნიორი. საქართველოსა და USAID- ის თანამშრომლობაზე სასაუბროდ “ არაჩვეულებრივი გამოფენა” საქართველოს სხვა კუთხეებსაც ესტუმრება.

რომ არა მედია

“თავისუფალი მედია არის დემოკრატიის განვითარება, სიმართლეა თავისუფალი მედია” ; “თუ შენ მედია არ გიდგას გვერდით, მაშინ შენ მხოლოდ შენს ნაჭუჭში ხარ და ვერ მოძრაობ”; #რომ_არა_მედია – რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედიის არსებობა? პასუხებს ვიდეოში რეგიონების მაგალითზე ნახავთ.