შლის თუ არა ლიეტუვა კალინგრადისკენ მიმავალ სარკინიგზო გზას?
“ლიტვაში კალინგრადისკენ მიმავალი სარკინიგზო ლიანდაგების დემონტაჟი დაიწყო” – ამ სათაურით რუსულ მედიაში ინფორმაცია 2022 წლის 3 ივლისს გავრცელდა. მასალაში ნათქვამია, რომ ლიეტუვამ იმ სარკინიგზო ხაზების დემონტაჟი გადაწყვიტა, რომელიც რუსეთსა და ბელარუსს კალინინგრადთან აკავშირებდა. რუსული მედია თავისი ნათქვამის გასამყარებლად ამ ციტატასაც იშველიებს, რომელიც გამოცემის მტკიცებით ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრს ეკუთვნის. „რკინიგზის ლიანდაგის მოვლა ხარჯებს მოითხოვს, მით უმეტეს, ყველა ეს ხაზი ელექტროფიცირებულია. თავად […]