ჰუმანიტარული დახმარება, თუ უკრაინული მაღაზიებიდან მოპარული პროდუქტი? – რა დაარიგეს კადიროველებმა
“Борошно” , “Лікарська” – პროდუქტებზე ამ უკრაინულ წარწერებს იმ ვიდეოში ვხედავთ, რითაც კადიროვს სურს დაამტკიცოს, რომ უკრაინაში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო კადიროვის ვიდეოსთან დაკავშირებით ტელეგრამზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას “კადიროველები” გაძარცვული უკრაინული მაღაზიებიდან არიგებენ, გერაშენკოს ამის საილუსტრაციოდ ვიდეოდან რამდენიმე ფოტო მოაქვს. ფოტოების აღწერაში კი წერს შემდეგს: “შედით ქალაქებში, დაბომბეთ ისინი, […]