რუსეთის ციხეში უკრაინელი ჟურნალისტს მდგომარეობა უარესდება – მას ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე
უკრაინელი ჟურნალისტის ირინა დანილოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 2022 წლის აპრილში ანექსირებულ ყირიმში რუსეთის FSB -მ დააკავა უარესდება. ნევროლოგიური პრობლემები, თავის ტვინის დაზიანება, სმენის დაქვეითება… უკრაინელი ჟურნალისტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტის მამაზე დაყრდნობით “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ავრცელებს. ჟურნალისტი 2022 წლის 29 აპრილს ყირიმში, პატარა ქალაქ კოკტებელში, ავტობუსის გაჩერებაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) წევრებმა გაიტაცეს. რვა თვის შემდეგ რუსეთის სასამართლომ მას […]