ახალი ამბები
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა თემაზე:„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა თემაზე:„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“

სამეცნიერო სტატიების მიღების კონკურსი

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (CIU) ერთად, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით და შვეიცარიის კომუნიკაციისა და მედია კვლევების ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობით აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო კონფერენციისა და სამეცნიერო ჟურნალისთვის: NEXUS: A Journal of Mass Communication and Strategic Narratives


პრიორიტეტული თემები

  • აგროეკოლოგიური გაშუქების კვლევები, კლიმატური ცვლილებების გავლენა აგროეკოლოგიაზე, ადგილობრივ ფერმერულ პრაქტიკებზე და აგროკულტურულ მემკვიდრეობაზე;
  • მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა, ველური მცენარეების გამოყენება და სხვა ტრადიციული დარგები;
  • საშუალო და წვრილ ფერმერებზე კლიმატური ცვლილებების გავლენის ანალიზი.

შერჩევის პროცესი

  • ნაშრომები გაივლის ბრმა რევიუირებას საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს მიერ;
  • შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში NEXUS და კონფერენციის გამოცემაში.

ვადები

  • აბსტრაქტები (მაქს. 300 სიტყვა, ინგლისურად): 15 ნოემბერი, 2025;
  • სრული სტატიები: 5 დეკემბერი, 2025;
  • კონფერენცია: 10–11 დეკემბერი, 2025, თბილისი.

დაფინანსება

  • გამორჩეული ავტორები დაფინანსდებიან ორგანიზატორების მიერ;
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ მეცნიერებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

წარდგენა

  • ნაშრომები უნდა იყოს მომზადებული APA სტილით, მითითებული GAI-ის გამოყენება და AI გამჭვირვალობა;
  • წარდგენა, რევიუირებაც და გამოქვეყნებაც არის უსასყიდლო;
  • კონტაქტი: info@jrc.ge

სტატიების გაფორმების წესი და ფორმატი

ძირითადი მოთხოვნები

  • სტატიის ენა: ინგლისური (საქართველოს ავტორებისთვის — ქართული და ინგლისური ვერსია);
  • ფაილის ფორმატი: DOC, ODT, SXW ან RTF;
  • ფურცლის ზომა: A4;
  • მინდორი: ზემოთ–ქვემოთ – 2 სმ; მარცხნივ–მარჯვნივ – 2.5 სმ;
  • შრიფტი: Sylfaen (ქართულიც და ინგლისურიც);
  • შრიფტის ზომა: 11;
  • სტრიქონებს შორის მანძილი: 1;
  • გვერდების რაოდენობა: 5–12;
  • გვერდები არ ინომრება.

სტატიის სტრუქტურა

  • ავტორის/თანაავტორის მონაცემები: სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, სამუშაოს/სწავლის ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, ზომა 14);
  • აბსტრაქტი (4–5 სტრიქონი, ინგლისურად, Italic, ზომა 12);
  • საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს ხუთისა, Italic, ზომა 12);
  • შესავალი;
  • კვლევის მეთოდოლოგია;
  • კვლევის შედეგები;
  • დასკვნები და რეკომენდაციები;
  • ბიბლიოგრაფია (APA სტილი).