
კონკურსი ჟურნალისტებისა და კონტენტ კრეატორებისთვის JRC-სგან
JRC ყველა ტიპის მედიისთვის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აცხადებს ჟურნალისტურ კონკურსს
სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვით თემატიკაზე
მივესალმებით ჟურნალისტებს, რომლებიც განიხილავენ კლიმატურ ცვლილებებს – აგროეკოლოგიასთან, ადგილობრივ ფერმერულ პრაქტიკებთან და აგროკულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. პრიორიტეტი მიენიჭება მასალებს, რომელბიც ეხება მეფუტკრეობას, მეცხოველეობას, მეაბრეშუმეობას, ველური მცენარეების გამოყენებას და ა.შ
ჟურნალისტურ კონკურსში მიიღება სტუდენტური მედიების მიერ მომზადებული მასალებიც.
მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2025 წლის 20 მაისიდან 20 ნოემბრამდე ქართულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე.
გამარჯვებულები დაჯიდლოვდებიან 2000 ლარის ოდენობის პრიზებით 10-11 დეკემბერს- ადამიანის უფელბათა დაცვის(10) და მთის საერთაშორისო დღეს (11), რომელიც მიმართულია სოფლის მეურნოების მდგრადობისთვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე:
კონკურსით დაინტერესებულ ჟურნალისტებს ვურჩევთ გაეცნონ JRC მიერ შექმნილ გზამკვლევს ,,კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია”.
კონკურსში მონაწილეობისათვის გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა: http://bit.ly/4f7aOY8
განაცხადები მიიღება 2025 წლის 25 ნოემბრამდე.