ახალი ამბები
სატენდერო განაცხადება – მოწვევა – ადგილობრივი საკომუნიკაციო ორგანიზაციის შესარჩევად (ფოთი და ხობი)

სატენდერო განაცხადება – მოწვევა – ადგილობრივი საკომუნიკაციო ორგანიზაციის შესარჩევად (ფოთი და ხობი)

განმცხადებელი:
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC)

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი აცხადებს ტენდერს ფოთსა და/ან ხობში მოქმედი ადგილობრივი საკომუნიკაციო ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მასშტაბით დაგეგმილი შეხვედრების სრულ კომუნიკაციურ მხარდაჭერას.

მომსახურების მოცულობა:

მომსახურებარაოდენობა
პირისპირ შეხვედრების ორგანიზება ფოთსა და ხობში6 შეხვედრა
თითოეული შეხვედრის მოდერაცია6 შეხვედრა
შეხვედრების აუდიო-ვიდეო დაფარვა და კონტენტის წარმოება6 შეხვედრა
თითოეული შეხვედრის მედიაპროდუქტის გავრცელება მინიმუმ 5 ადგილობრივი მედიასაშუალებით6 შეხვედრა

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ადგილობრივ კონტექსტში მუშაობის გამოცდილება (ფოთი/ხობი)
  • შეხვედრების ორგანიზებისა და მოდერაციის გამოცდილება
  • აუდიო/ვიდეო კონტენტის წარმოებისა და მედიაგავრცელების გამოცდილება
  • მინიმუმ 5 მედიასაშუალებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ან წვდომა
  • დეტალური ფინანსური შეთავაზება

საჭირო დოკუმენტაცია:

  • ორგანიზაციის ან ჯგუფის მოკლე აღწერა და საკონტაქტო ინფორმაცია
  • წარსული ანალოგიური პროექტების მაგალითები – გაგვიზიარეთ CV
  • ფინანსური წინადადება თითოეულ მომსახურებაზე ცალკე დაფასებით
  • მედიაპარტნიორების ჩამონათვალი ან თანამშრომლობის გამოცდილება

განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
📅 2025 წლის 9 მაისი

განაცხადის გაგზავნის მისამართი:
 info@jrc.ge

დამატებითი კითხვებისთვის ასევე მოგვმართეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.