ახალი ამბები
ტენდერის  – ლოჯისტიკური კომპანიის  შესარჩევად

ტენდერის  – ლოჯისტიკური კომპანიის შესარჩევად

JRC აცხადებს ტენდერს ლოჯისტიკური მომსახურების უზრუნველმყოფი კომპანიის შესარჩევად დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი ქსელური შეხვედრის ორგანიზების მიზნით.

სატენდერო მომსახურება მოიცავს:

  1. მონაწილეებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია
    1. მაქსიმუმ 30 მონაწილესთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის შეგროვება მათი გადაადგილების საჭიროებების შესახებ
    1. მონაწილეთა დროული ინფორმირება და კოორდინაცია ღონისძიების თარიღებსა და ლოჯისტიკურ დეტალებზე
  2. ტრანსპორტირება
    1. მონაწილეთა ტრანსპორტირება რეგიონებიდან შეხვედრის ადგილამდე და უკან დაბრუნება
    1. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა
  3. საკონფერენციო სივრცის უზრუნველყოფა
    1. 2-დღიანი შეხვედრისთვის საჭირო სივრცის დაქირავება (სასურველია ფოთში ან მის სიახლოვეს)
    1. სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს 30 მონაწილეზე გათვლილ საკონფერენციო მოთხოვნებს (მაგიდები, სკამები, ტექნიკური აღჭურვილობა)
  4. ქეთერინგი
    1. კვების უზრუნველყოფა 30 მონაწილისთვის , დღის წესრიგის შესავამისად  ყავა/ჩაი, ლანჩი, სასმელები, წახემსება

შერჩევის კრიტერიუმები:

  • რელევანტური გამოცდილება მსგავს ღონისძიებებში
  • მომსახურების ხარისხი და ორგანიზების უნარი
  • ფასის შესაბამისობა მომსახურების მოცულობასთან

დოკუმენტაციის წარსადგენად აუცილებელია:

  • კომპანიის მოკლე აღწერა
  • გამოცდილების მაგალითები
  • ფინანსური წინადადება (ფასების ცალკე დაფასება ყველა მომსახურებაზე, სასურველია წინადადებაში მითითებული იყოს ღონისძიების სივრცის ვერსიები)
  • საკონტაქტო პირის მონაცემები

ტენდერის შემოტანის ვადა: 2025 წლის 8 მაისი, 18:00 საათამდე

დოკუმენტაციის გაგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@jrc.ge

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ იმავე მაილზე 5 მაისის ჩათვლით.