
პროტესტი “მომღიმარი ბიჭისთვის” – პროტესტი “სეუ”-თან
“მოღიმარი ბიჭის” მომდევნო სასამართლო პროცესი 6 მარტსაა დანიშნული. 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც “სეუ”_ს პირველკურსელია, 4 დეკემბერს, აქციაზე ნივთის სროლის გამო, დააკავეს. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სტუდენტს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. მისი ადვოკატის თქმით, კადრებშიც კი არ ჩანს, თუ სად ეცემა ან ვის ხვდება ნივთი, რომლის სროლასაც მას ედავებიან.
ერთი თვეა, ირაკლი მიმინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად, მისი გათავისუფლების და სასწავლებლის მხრიდან საჯარო პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით, “სეუ”-ს სტუდენტების ნაწილი პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავს.
20 დღეზე მეტია კი სასწავლებლის შესასვლელი პროტესტის უწყვეტი ადგილია. სტუდენტები ღამეს ყინვაშიც ათევენ და ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. ჩვენ ორ მათგანს ვესაუბრეთ.
გადაცემაში გაიგებთ სტუდენტების პოზიციასა და უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებასაც.