ახალი ამბები
ფინანსური პოლიცია ჩხრეკის მიზნით „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლებთან შევიდა

ფინანსური პოლიცია ჩხრეკის მიზნით „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლებთან შევიდა

„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან – ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქმარმა პარტია „ფედერალისტების“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, ჩხრეკის საფუძველი Atlantic Council-თან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაა.

“მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს” – წერს ის სოციალურ ქსელში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს Atlantic Council-ის კიდევ ერთ თანამშრომლის, მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის სახლშიც.

ფინანსური პოლიციის მიერ ჩხრეკაზე პოსტი გამოაქვეყნა ონისე ცხადაძემაც.

მასალა განახლდება