საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ჩხრეკა სამ სავარაუდო ე.წ ქოლცენტრში ჩატარდა
საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ჩხრეკა სამ სავარაუდო ე.წ ქოლცენტრში ჩატარდა
“მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან. ” – წერია განცხადებაში.
ჩხრეკა იყო კომპანია Concentrix-ის ოფისში. ასევე, გაჩხრიკეს „ატლანტიკური საბჭოს“ ორი თანამშრომლის ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები. ჩხრეკა ჩატარდა სანდრო ცხადაძის სახლშიც.
ჩატარებულ ჩხრეკების სერიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა: – „დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო. მე ვმარჩიელობ ახლა, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება საინტერესო იყოს”.