ახალი ამბები
“იგი საკანში ტყვესავითაა” – სევინჯ სადიგოვა დაკავებულ მეუღლეზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე

“იგი საკანში ტყვესავითაა” – სევინჯ სადიგოვა დაკავებულ მეუღლეზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე

“დილას და საღამოს იქ ცივა. საკანში ფანჯარა არაა. აფგანი ძლიერ ავად გახდა და თავს ცუდად გრძნობს, ამიტომაც ექიმმა უნდა ნახოს. იგი საკანში ტყვესავითაა. აქციის შემდეგ მის მიმართ უფრო სასტიკი გახდნენ” – გვიყვება სევინჯ სადიგოვა აფგანზე, რომელიც თბილისში 4 აგვისტოს დააკავეს.

3 დღის წინ აფგანმა შიმშილობაც დაიწყო, მოთხოვნა ერთია – საქართველომ ის არ გადასცეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სევინჯის თქმით, საფრთხის ქვეშ არის თავადაც, არასრულწლოვან შვილებთან ერთად.