ახალი ამბები

ჩვენ ამისგან ვაკეთებთ – საქართველოსა და USAID-ის თანამშრომლობის “არაჩვეულებრივი გამოფენა”
არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, არაჩვეულებრივი პროექტების, არაჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივი გამოფენა – ანუ პასუხი იმაზე, რა გააკეთეს ქართველებმა ამერიკელ ხალხთან თანამშრომლობით – ბათუმში, ერას მოედანზე USAID – სა და საქართველოს 32 წლიანი თანამშრომლობისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ბათუმელები და ქალაქის ვიზიტორები ესტუმრნენ ქართულ ტრადიციულ სუფრას, მოუსმინეს თამადას, გაიცნეს თანამოქალაქეები, რომლებმაც USAID-ის მხარდაჭერით აჭარის რეგიონში სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროექტები განახორციელეს, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ გარემოს, ქალაქს და რეგიონს უკეთესობისკენ ცვლიან.
jrc
0