სათვალე – 296
ჯებირის დაზიანების, 400 ლარიანი ზარალის მოტივით დაკავებული, ომარ ოკრიბელაშვილი პატიმრობაში რჩება, საქმე აღიძრა ომარის მამის მიმართაც. გიორგი ოკრიბელაშვილს 2300 ლარიანი ჯარიმის გადახადა დააკისრეს – ინტერვიუში ომარის მშობლები სასამართლო სხდომების მიმდინარეობასა და სასჯელის მართლზომიერებაზე საუბრობენ;
ქართული კინოინდუსტრია ძლიერი მაკონტროლებელი ხელის ქვეშ; პროფესიული გადამზადების კურსები სამშენებლო სფეროში და გარანტირებული დასაქმება – Element Holding-ის და USAID-ის ერთობლივი პროექტი სამშენებლო სექტორში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და დასაქმების ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად – პროგრამის შესახებ მეტ დეტალს გადაცემიდან შეიტყობთ;
ვინ არის კამალა ჰარისი, რესპუბლიკელი ტრამპის პოტენციური დემოკრატი კონკურენტი – ამერიკის ხმის რეპორტაჟი;
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 2024 – კონცერტების რიგით მერვე სერია ცნობილმა ამერიკელმა ბლუზის შემსრულებელმა, დემეტრია ტეილორმა გახსნა – ღონისძიებას JRC-ის გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა და ადგილიდან ვიდეოც მოამზადა.