თავხედო ნაძირალა – კახა კალაძე ფორმულას ჟურნალისტს
“თავხედო ნაძირალა, უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ -ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ფორმულას ჟურნალისტს.
ჟურნალისტმა თბილისის მერს აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებსა და შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხა – “არ გერიდებათ ასე უტიფრად რომ იტყუება შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენც?”.
“ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში, უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში…თავხედო ნაძირალა” – ისმის ვიდეოში, რომელსაც კახა კალაძე თავად აზიარებს საკუთარ FACEBOOK გვერდზე.
“კახა კალაძე, არა მხოლოდ მართლაც უტიფრად არღვევს ყველა დაწერილ და დაუწერელ სტანდარტს მედიასთან ურთიერთობის, ასევე ქალთან ურთიერთობისასაც. ასევე, ცდილობს ამგვარი უსაქციელობის წახალისებას სხვა საჯარო მოხელეებთანაც და ამ მიზნით, როგორც მოსაწონ ქცევას , აზიარებს საკუთარ ანგარიშზე.” – ასე აფასებს კალაძის საქციელს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი.