სათვალე – 282
“ცდილობენ ზუსტად იმ მეთოდების დანერგვას რაც იყო 1937 წელს, ერთმანეთი ჩავუშვათ, ერთმანეთი დავაბეზღოთ ეს წერია ამ კანონში” – უკვე რიგით მესამე გადაცემაა რაც ჩვენი ეთერის მეშვეობით ვცდილობთ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ თუ რატომ არ არის რუსული კანონი გამჭვირვალობისკენ მიმართული და რა საფრთხეს უქმნის მისი განხილვაც კი ქვეყნის განვითარებას.
“გარემოსდაცვითი ორგანიზაციები იცავენ ადამიანების უფლებას იმისთვის, რომ მათ იცხოვრონ სუფთა, ჯანსაღ გარემოში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განპირობებული, ამიტომ მოსახლეს, როცა რამე პრობლემა ექმნება და ამას შეიძლება სიცოცხლის ტოლფასად დაუჯდეს ვიღაცის საქმიანობა, მას ინფორმაციაა მაინც უნდა ჰქონდეს ამის შესახებ ამას აკეთებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები. ვთქვათ, ვიღაცამ წაართვა სოფელს საძოვარი და იქ შენდება ქარხანა არ უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ მისი საარსებო წყარო რომელიც არის საქონელი შეიძლება გაქრეს იმიტომ , რომ მას საძოვარი აღარ აქვს და ეს პრობლემატური თემაა, და როცა ვამბობთ, რომ საძოვრების პრივატიზება არ შეძლება და რომ უნდა იყოს საერთო საძოვარი, რომელიც სოფელს უნდა ეკუთვნოდეს ეს უცხო ქვეყნის გავლენაა, რომ ამაზე ვმუშაობთ?” – ამბობს გადაცემაში ნინო ჩხობაძე “საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები” -ის თავმჯდომარე.