ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი ონლაინ მედიაზე: მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა

შალვა პაპუაშვილი ონლაინ მედიაზე: მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა

საქართველოს პარლამენტში უკვე ორ დღეა რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობის. განხილვაზე დასწრების საშუალება არ აქვთ აკრედიტაციის მქონე ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს. პარლამენტში გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ნორმებით ხსნიან. შალვა პაპუაშვილმა დღეს ონლაინ მედიის არ დაშვებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა – “მათი [ჟურნალისტების] მიზანი შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა”.

მაგალითად მას “პუბლიკას” ჟურნალისტის მიერ 8 აპრილს პარლამენტის შენობაში საპროტესტო ბანერის გაშლა მოჰყავს. აღსანიშნავია, რომ ამავე ჟურნალისტს პარლამენტში შესვლამდე თეთრი ფურცლები ჩამოართვეს.

„340 ჟურნალისტი არის აკრედიტებული პარლამენტში, აქედან 290 არის 17 ტელემედიის წარმომადგენელი, შესაბამისად, ამ რეგულაციით, 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში. “მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა…ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა როდესაც ხდება ჟურნალისტური აკრედიტაციის გამოყენება იმისთვის, რომ შევიდნენ დაწესებულებაში რომელმაც აკრედიტაცია მოგცა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამის ბოროტად გამოყენება და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ … და მოქალაქეობრივ პოზიციებს აფიქსირებ” – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

————————–

ქართულმა ოცნებამ დაპირება , რომ უპირობოდ გაიწვევდა რუსულ კანონს და აღარასდროს დაუბრუნდებოდა არ შეასრულა. მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს კვლავ დააანონსა რუსული კანონის განხილვა.

არაერთი დასავლელი პარტნიორის და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორის მოწოდების პარალელურად, რომ რუსული კანონი ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანიკურ ინტეგრაციას ქართული ოცნება მის მიღებას მაინც გეგმავს.