„ქართული ოცნების“ ახალი კანონპროექტი ავლენს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ პოზიციას
“სტატუსს – [უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია] აშკარა უარყოფითი კონოტაციები ექნება და თვითცენზურას გამოიწვევს”- განცხადებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრები ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რებრენდირებული” კანონპროექტი ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის მიმართული. “კანონპროექტი არის შარშანდელი, ძირითადად, სადავო ვერსიის კოპირება”.
“სტატუსს [უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია] აშკარა უარყოფითი კონოტაციები ექნება და თვითცენზურას გამოიწვევს. ჩვენი აზრით, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში აქტივისტებისა და დამოუკიდებელი ხმების მუშაობის და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობის შეზღუდვას ხელისუფლებაში მყოფი პირების პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ის ასევე საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის არსებობას, ფუნქციონირებას, ზიანს აყენებს საქართველოს გზას ევროპული ინტეგრაციისკენ”.
„ქართული ოცნების“ მიზანი, შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების როლი, არის შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვთ. საქართველოს ღრმად ფესვგადგმული ევროპული მისწრაფებები კალმის მოსმით ვერ დაიხურება და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დგომას ამ პროცესში“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა, EaP CSF-ის მმართველი კომიტეტის წევრმა.
განცხადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი მთავრობას მოუწოდებს:
- დაუყოვნებლივ და უპირობოდ გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ისევე როგორც სხვა კანონპროექტები, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო სივრცის შემცირებაზე;
- ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე და ინვესტიცია განახორციელოს ღია დიალოგში სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ხოლო ევროპული ინსტიტუტებს ფორუმი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.