ქართული ოცნება “რუსული კანონის” მიღებას ერთი წლის თავზე კვლავ აპირებს
ქართული ოცნებამ ერთი წლის თავზე “რუსული კანონი” კვლავ დააინიცირა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა.
მდინარაძის თქმით, კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, გარდა ტერმინისა – „უცხოური გავლენის აგენტი“, რომელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ შეიცვლება. მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.
“ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა. მასშტაბური პროტესტის შემდეგ ქართული ოცნება იძულებული გახდა კანონპროექტი ჩაეგდო. ქართული ოცნება პირობას დებდა რომ რუსულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ.მაგალითად, ჯერკიდევ გასულ წელს, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა – „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს. ეს საკითხი დახურულია და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს”.
უცხოური აგენტების შესახებ კანონის ანალოგის შექმნის მოწოდებით თავდაპირველად „ხალხის ძალა” გამოვიდა.