ევროპის კოლეჯი აცხადებს სტიპენდიის პროგრამას ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან
ევროპის კოლეჯმა კერძოდ კი ნატოლინის კამპუსმა, საერთაშორისო ევროპული ურთიერთობების სპეციალობით ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.
ნატოლინის სტიპენდიის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გააგრძელოს ხარისხი/კარიერა ევროპულ საკითხებში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ეკონომიკაში, სამართალში, ისტორიაში, ჟურნალისტიკაში, ენებში (თუმცა, შეიძლება განიხილებოდეს სხვა აკადემიური პროფილის მსურველებიც, მაგ., STEAM-თან დაკავშირებული დისციპლინები).
განაცხადის მისაღებად, თქვენ უნდა იყოთ საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვის მოქალაქე 35 წლამდე, იყოთ დოქტორანტი ან ახლახან ჰქონდეთ აღებული ხარისხი, ასევე კარგად უნდა ფლობდეთ ინგლისურს (მინიმუმ B1 დონე ან ზემოთ).
კურსის ხანგრძლივობა 8 თვეა. პროგრამა ევროკავშირისა და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა10 მაისია.
პროგრამის შესახებ დეტალურად ამ ბმულზე ნახავთ – https://tinyurl.com/2cfx47vs
ფოტო: euneighbourseast