ქართული ყველის ისტორია – ინტერვიუ ანა მიქაძე-ჩიკვაიძესთან
იცოდით თუ არა, რომ საქართველოში გვაქვს მინიმუმ 16 სახეობის მხოლოდ სულგუნი? ან თუ გსმენიათ, რომ არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია 50-მდე განსხვავებული ზომის და ფორმის ჭურჭელი, რომელიც ყველს წარმოებისთვის გამოიყენებოდა? თუ არ გსმენიათ არა უშავს, ამაზე 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი მუშაობდა, მუშაობდა იმაზე, რომ დღეს უმეტესობას ქართულ ყველზე საუბრისას მხოლოდ 4 სახეობა- სულგუნი, იმერული, ქარხნული, გუდა გაგვხსენებოდა.
ამ დროს, რეალურად ქართული ყველის წარმოების ისტორია და ტრადიციები იმდენად მრავალფეროვანია, რომ რაოდენობაზე საუბრისას უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი სახეობის ქართული ყველი არსებობს, მათ შორის არის შუშველა, ნარჩვი, დამბალ ხაჭო და ა.შ. დღეს ვსაუბრობთ ქართული ყველის წარმოების ტრადიციაზე, გადაცემის სტუმარია ყველის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.