TOK TV-ის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი “Mapping Media Freedom”-ის რუკაზე მოინიშნა
TOK TV-ის ჟურნალისტის საქმიანობაში, პოლიციელების მხრიდან ხელის შეშლის ფაქტი, ევროკავშირის მიერ შექმნილ პლატფორმაზე, მედიის თავისუფლების რუქაზე მოინიშნა. რუკაზე ევროკავშირის მასშტაბით, ჟურნალისტის საქმიანობაში სხვადასხვა სახით და სხვადასხვა უწყების მიერ ხელის შეშლის ფაქტებია მონიშნული. ამ ეტაპზე სულ 8 351 შემთხვევაა ასახული, მათ შორის საქართველოდან 4.
ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია, 8 მარტს, ადიგენში, წერეთლის 18-ში არსებული მუსლიმთა სალოცავის მიმდებარედ გამართულ აქციაზე მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც სამართალდამცავებმა, TOK TV ჟურნალისტს ამ მისცა საშუალება მისულიყო იმ ადგილამდე, სადაც მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები, მართლმადიდებელი სასულიერო პირები და სახლის მეპატრონე იმყოფებოდა.
რა სახის რეაგირება მოჰყვა, ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს? – შსს-დან ინფორმაციის მიღებას მაუწყებელი ერთი კვირაა ელოდება.
აქვე გეტყვით, რომ “Mapping Media Freedom”-ს “Media Freedom Rapid Response” (MFRR) მართავს. ეს არის, ევროპის მასშტაბით მექანიზმი, რომელიც თვალყურს ადევნებს, აკონტროლებს და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში.
წყარო: TOK TV