ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან – კვლევა
“საქართველოში იძულებით გადაადგილებული ქალების უმრავლესობა — 87% — ფიქრობს, რომ კონფლიქტი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, 88% აფხაზ მოსახლეობასთან, 85% კი – ოს მოსახლეობასთან შერიგების მომხრეა” – ამ შედეგებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ. გამოკითხულთა შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გამოხატავენ ინტერესს, ჩაერთონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საჭირო აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ დიალოგებში.
კვლევა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, კვლევითმა კომპანია „ანოვამ“ 2023 წელს განახორციელა და მან როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი – პირისპირ და სიღრმისეული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები და ლიტერატურის მიმოხილვა მოიცვა.
jrc
0