
კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს ჯილდოები, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გადასცა.
კონკურსის ერთ-ერთ კატეგორიაში, “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში” ფინალისტებში იყო, TOK TV-ის მასალა, მარიამ ყვავაძის ავტორობით.
,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2023 წლის გამარჯვებულები არიან:
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში
ფინალისტები:
მარიამ ყვავაძე – TOK TV,
ტატა ბერაია – Current Time,
მამუკა ყუფარაძე (თანაავტორი მადინა გაგლოევა) – სტუდია “რე” – გამარჯვებული
ქრისტინე მარაბიანი – JNews.ge
საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
ფინალისტები
ია ასათიანი – IFact.ge,
ნასტასია არაბული – რადიო თავისუფლება,
ლანა კოკაია – რადიო თავისუფლება, – გამარჯვებული
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
სესილი ბოჭოიძე – ტელეკომპანია ფორმულა, – გამარჯვებული
თორნიკე მანდარია – რადიო თავისუფლება,
თეკლა თარგამაძე – ტელეკომპანია ფორმულა,
საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
ფინალისტები:
მარიამ ნატროშვილი – ინდიგო, – გამარჯვებული
ნიქო გორგილაძე – პუბლიკა,
მარიამ ნიკურაძე – OC Media,
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
ფინალისტები:
თამარ გელაშვილი – თავისუფლების მონიტორი,
გიორგი მგელაძე – რადიო თავისუფლება, – გამარჯვებული
გელა მთივლიშვილი – მთის ამბები,
ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
ფინალისტები:
ალექსანდრე ქეშელაშვილი – პუბლიკა,
ხატია ნიქაბაძე – Chai Khana Media,
თორნიკე მერმანიშვილი – Chai Khana Media,
ზურაბ ცერცვაძე – Agency France Press, – გამარჯვებული
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში
ფინალისტები:
ანასტასია ბახტურიძე – ინდიგო, -გამარჯვებული
გიორგი ეკალაძე – პლატფორმა “წერტილი”,
სოფიკო გველუკაშვილი – ინდიგო,
წელს, “ევროკავშრის პრიზი ჟურნალისტიკაში”-ის გამარჯვებულები 7 კატეგორიაში გამოვლინდა. ხოლო, ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში წელს პრიზი არ გაიცემა, რადგან კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ამ კატეგორიისთვის დაწესებული კრიტერიუმები ვერ დაკმაყოფილდა.