მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის – ფორმულა
ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და ეთერს მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის დაუთმობს.
არხის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების პარალელურადა არხზე უწევთ რეორგანიზაციის გატარება, რაც მათ შორის თანამშრომელთა ნაწილთან კონტრაქტის შეწყვეტა გულისხმობს.
” გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება” .
რა მიზეზით იწყებს “ფორმულა” რეორგანიზაციას?
“არხი განცხადებაში განმარტავს, რომ ახალ ფორმატზე გადასვლა ფინანსურ ფაქტორსაც უკავშირდება.
“ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც.”
განცხადებაში ტელეკომპანია არ აკონკრეტებს გადაცემების სრულ სიას რაც რეორგანიზაციის ფარგლებში დაიხურება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ არხზე ორი გადაცემა დაიხურა- “სთორი” და “მოდი, ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან” ამის შესახებ ინფორმაცია თავადა გადაცემის ავტორებმა გაავრცელეს.
JRC არხის მფლობელებთან და მენეჯმენტთან დაკავშირებას ცდილობს მათგან პასუხის მირების შემთხვევაში მასალა განახლდება.