ახალი ამბები
გამოსახლების დროს დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

გამოსახლების დროს დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

მთის ამბების რედაქტორს გელა მთივლიშვილს, რომელიც პოლიციამ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დააკავა, მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვამ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორ გელა მთივლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. ” შემდეგ მივმართავ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”.

სწორედ ამ მოსამართლემ დააკისრა ჯარიმები აგენტების კანონის განხილვის დროს დაკავებულ კიდევ ორ ჟურნალისტს ზურა ვარდიაშვილს – [პუბლიკას დირექტორი] და ბექა ჯიქურაშვილი [ტაბულას ჟურნალისტი].

გელა მთივლიშვილი პოლიციამ კეკელიძის N1-ში, ოჯახის გამოსახლების დროს დააკავა. იმავე დღეს პოლიციამ კიდევ 19 პირი დააკავა. მათგან ორი სისხლის სამართლის წესით.