ახალი ამბები
მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ვებგვერდი დააზიანეს
მთავარი არხის ინფორმაციით, დღეს დილით 5 საათზე ტელეკომპანიის საიტი დააზიანეს. არხის განცხადებით, წაშლილია მონაცემთა ბაზის ნაწილი, კერძოს 2024 წლის განმავლობაში გამოქვყენებული ახალი ამბები.
მთავარი არხის განმარტებით, ჯერჯერობით დადგენილი არ არის თუ ვინ ცდილობდა მთავარი არხის დაზიანებას, თუმცა მათი ვარაუდით, აღნიშნული კიბერშეტევაა და მის უკან, რუსული ჯგუფები დგანან.
“ჰაკერები იყენებენ VPN_ს , ერთ ერთი მისამართი რამდენჯერმე ამოვარდა და ეს არის რუსეთის ფედერაცია და იქვე იყო, რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები, შესაბამისად, ეს მინიშნებებია თუ ვინ შეიძლება იყოს ჰაკერული თავდასხმის უკან” .
სქრინი: მთავარი არხი
jrc
0