FACT/FAKE
რა კარიკატურას ავრცელებს რეალურად El Jueves და ვინ მანიპულირებს თემით?

რა კარიკატურას ავრცელებს რეალურად El Jueves და ვინ მანიპულირებს თემით?

2022 წლის 23 სექტემბერს სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ლია დვალაძემ ეს ფოტო ამ აღწერით გაავრცელა. 

“მაჩოს გაჩერება არ შეიძლება!” ესპანურმა El Jueves-მა დახატა პუტინის მიმართვის ყურება დასავლელი ლიდერების მიერ, რაც ასახავს ისეთ დეტალებსაც კი, როგორიცაა ბაიდენის საფენი, ზელენსკის სახვევი და წარწერა OTAN (NATO), როგორც კოლექტიური ძალისხმევა.”

ფეისბუქ მომხმარებლის მტკიცებით, ფოტო ესპანური სატირული გამოცემის El Jueves -ის 2 366 ნომრის გარეკანია. გარეკანზე სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვხედავთ.  

სინამდვილეში, გამოცემის ოფიციალურ გვერდზე ვხედავთ, რომ ჟურნალის 2 366 ნომერი ასე გამოიყურება და 26 სექტემბრით თარიღდება. 

ჟურნალის ოფიციალურ გვერდებზე არსად იძებნება, რომელიმე ნომერი მსგავსი გარეკანით. ფოტო ძირითადად რუსულ და კრემლისტურ მედია სივრცესა და სოციალურ ქსელში ვრცელდება და მიზნად ისახავს შექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს დასავლეთს და ამერიკას პუტინის ეშინია. ინფორმაცია გადაამოწმეს სხვა ფაქტჩეკერმა ორგანიზაციებმაც.