FACT/FAKE
რა მიზეზით აქცია ზურგი დამსწრეთა ნაწილმა აშშ-ს წარმომადგენელს და ვინ მანიპულირებს ვიდეოთი?

რა მიზეზით აქცია ზურგი დამსწრეთა ნაწილმა აშშ-ს წარმომადგენელს და ვინ მანიპულირებს ვიდეოთი?

2022 წლის 19 ოქტომბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ვიდეო გაავრცელა შემდეგი აღწერით: “გაეროს საბჭოში გამოსვლისას აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა მსმენელთა სახეები ვერ დაინახა, რადგან დამსწრეთა უმეტესობამ მას ზურგი აქცია. მიზეზი აშშ-ის მიერ ისრაელის ღია მხარდაჭერაა ღაზას სექტორში [ისრაელის] გენოციდური პოლიტიკის მიმართ”.

მსგავსი შინაარსით აღნიშნული ვიდეო გაავრცელა ქართველმა მომხმარებელმაც.

რა მიზეზით აქცია ზურგი დამსწრეთა ნაწილმა აშშ-ს წარმომადგენელს?

ვიდეო ჟენევაში 2023 წლის 18 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას ასახავს. ამის ამსახველი ვიდეო მასალა გამოქვეყნებულია Associated Press-ის youtube არხზე. აშშ-ს ელჩის მიშელ ტეილორის დასკვნითი სიტყვების დროს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის (UNHCR) მიერ შეერთებული შტატების ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მიმოხილვის დასასრულს დამსწრეთა ნაწილმა მომხსენებლისთვის ზურგის შექცევით პროტესტი გამოხატა.

რეალურად, აქტივისტების პროტესტი, რომლებიც მხარს უჭერენ LGBTQ და სხვა უმცირესობების ჯგუფის წარმომადგენლებს უფლებებს, აშშ-ის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ არასაკმარის რეაგირებას უკავშირდებოდა.

Associated Press-ის ვიდეოში ასევე ვხედავთ რომ პროტესტის მონაწილეების ნაწილს დროშებიც აქვთ აღმართული. მაგალითად აქ პუერტო რიკოს დროშა ჩანს.

ფოტო:Associated Press ჯეიმი კიტონი 2023 წლის 18 ოქტომბერი

გარეკანის ფოტო: კეიტლინ კენედი