გუნდი

ნათია კუპრაშვილი
თავმჯდომარე

ნათია კუპრაშვილი : 2017 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს JRC. ამავდროულად არის ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” GARB აღმასრულებელი დირექტორი იყო, სადაც არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. პროფესიით ჟურნალისტს აქვს 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროის იყო რეგიონული მედიასაშუალებების რედაქტორი. “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში” იგი ხელმძღვანელობდა ქართულ-აფხაზური გაზეთის “პანორამას” გამოცემას. არა ერთი სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი და სადოქტორო პროგრამის ხელმძვაენლია. ნათია საქართველოს წარმაოდგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მმართველ კომიტეტში.

ნუგზარ სუარიძე

ნუგზარ სუარიძე: 2017 წლის აგვისტოდან მუშაობს JRC-ში, პროგრამების ხელმძღვანელად, მანამდე 2010 წლიდან იყო ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში” იგივე პოზიციაზე. თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის, კინოფაკულტეტის, დამთავრების შემდეგ გაიარა საგამოძიებო ჟურნალისტიკის “60 წუთი” და “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” კურსები. 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ბეჭდურ და ტელე მედია საშუალებებში სხვადასხვა პოზიციაზე.

ნინა ხელაძე

ნინა ხელაძე : 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობს JRC პროდიუსერად და პროექტების კოორდინატორად. ამავდორულად არის TOK TV განვითარების დირექტორი. არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი და სამი წლის განმავლობაში იყო საბჭოს წევრი. ჟურნალისტად მუშაობს 10 წელზე მეტია, სხვადასხვა დროს მუშაობდა რეგიონულ და ნაციონალურ ტელე-რადიო მედიასაშუალებებში. ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ბაზაზე წარმატებით ახორციელებს ევროპელ პარტნიორებგან ერთად სხვადასხვა მედიაპროგრამაას.

გიორგი მანთიძე

გიორგი მანთიძე: 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე. არის ორგანიზაციის საიტების (jrc.ge, toktv.ge) და სოციალური ქსელების ადმინისტრატორი. 2013 წლიდან 2017 წლის ნომებრამდე მუშაობდა GARB-ში, საიტის garb.ge-ის ადმინისტრატორად, ასევე ორგანიზაციის სოციალური მედიის მენეჯერად.კითხულობდა სალექციო კურსს “ინფორმაციულ წიგნიერებაში” ილიას უნივერსიტეტში

ირმა ჭარაქაშვილი

ირმა ჭარაქაშვილი : არის JRC მარკეტინგის სამსაწხურის ხელმძღვანელი. ილიას უნივერსიტეტის მაგისტრი და ალმა – მატერის ჟურნალისტიკის კურსდამთავრებული. აქვს მედიაპროექტების წარმატებულად მართვის გამოცდილება. კოორდინირებდა არაერთ პროგრამას საქართველოს რეგიონებში. იყო GARB -ის ყოველდღიური საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი.

ნატალი ნემსაძე

ნატალია ნემსაძე: JRC -ის უფროსი მკვლევარია. ის უძღვება JRC უნიკალურ პლატფირმას Fact/Fake . არის არაერთი მედიაკვლევის თანაავტორი. პროფესიით ჟურნალისტი JRC გუნდს ჯერ როგორც ფრილანსერი 2016 წლიდან შემოუერთდა.

ხვიჩა გაბუნია
ლუკა ამირანაშვილი

ხვიჩა გაბუნია და ლუკა ამირანაშვილი: JRC თვალი და ყური . ხვიჩა JRC გუნდს 2015 წელს შემოუერთდა. ის ტელე-ოპერატორია. ლუკა JRC -სშვის 2014 წლიდან მუშაობს და ხელმძღვანელობს JRC გახმოვანების სტუდიას. მისი ხელმძშვანელობით მზადდება DW და BBG პროგრამები ქართულ ენაზე.

ბელა გელაშვილი

ბელა გელაშვილი: JRC წამყვან ჟურნალისტის პოზიციაზე 2020 წლიდან შემოუერდა. მანამდე ბელა იყო არაერთი ნიშური პროგრამის წამყვანი სხვადასხვა ნაციონალურ არხზე. მისი ინტერესის სფეოროა ბიზნესი და წარმოების გაშუქება.