FACT/FAKE
<strong>დატოვა თუ არა უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა თანამდებობა?</strong>

დატოვა თუ არა უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა თანამდებობა?

” ჩვენ არ ვიცით აქ რას ვიცავთ, ზელენსკიც აღარ არის აქ [კიევში], რატომ ხოცავთ ხალხს – რუსული პროპაგანდისტული მედია- საშუალებებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მტკიცებით, ციტატა უკრაინაში საფრანგეთის ელჩს ეტიენ დე პონსენის ეკუთვნის.

დატოვა თუ არა თანამდებობა უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა? 

მტკიცება, რომ ელჩმა თანამდებობა დატოვა ქართულ სოციალურ ქსელებში 22 ოქტომებრს გამოჩნდა, რუსულ მედია სივრცეში კი ეს დეზინფორმაცია 19 ოქტომბრიდან გვხვდება. 

თუ უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს ოფიცილაურ გვერდს ან თავად ელჩის ტვიტერს გადახედავთ , ნახავთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ის ელჩი სტატუსით არაერთხელ გამოჩნდა.

მაგალითად: 

21 ოქტომბერი – ელჩი რეგიონული ადმინისტრაციის უფროსთან შესახვედრად ოდესას ეწვია. 

26 ოქტომბერი – ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისული ცენტრის ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ტექნიკის გადაცემა. 

JRC ინფორმაციის დასაზუსტებლად უკრაინაში საფრანგეთის ელჩსაც  დაუკავშირდა. ელჩმა გავრცელებულ ინფორმაციას ყალბი ამბავი უწოდა. 

ასევე, ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება არანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა მსგავსი განცხადება გააკეთა. 

გარდა ამისა, გავრცელებულ ინფორმაციაში დეზინფორმაციაა იმის შესახებაც, რომ თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა დატოვა.