ემუქრება თუ არა 3 წლიანი პატიმრობა შვეიცარიის მოსახლეობას სახლის გათბობისთვის? 

ემუქრება თუ არა 3 წლიანი პატიმრობა შვეიცარიის მოსახლეობას სახლის გათბობისთვის? 

ემუქრება თუ არა 3 წლიანი პატიმრობა შვეიცარიის მოსახლეობას სახლის გათბობისთვის? 

“შვეიცარიის მაცხოვრებლებს, რომლებიც ამ ზამთარში დაარღვევენ სამთავრობო დირექტივებს ქვეყანაში გაზის დეფიციტიდან გამომდინარე სახლების გათბობით 19 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, ჯარიმა და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.” – ეს დეზინფორმაციული პოსტი ქართულ სოციალურ სივრცეში 7 სექტემბერს გამოჩნდა. პოსტი სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჯორდანო ბრუნომ  გაავრცელა. 

მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციული მასალები აქტიურად ვრცელდებოდა უცხოური მედიასაშუალებებით. თემაზე წერდა sputnik internationali-იც. 

ასევე news.am, rmx.news, newsunrolled.com და სხვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის სიახლე არ იძებნებოდა არც ერთი სანდო გამოცემის გვერდზე. 

ყველა ამ ზემოთ აღნიშნულ მედიას წყაროდ გამოცემა Blick და შვეიცარიის  ეკონომიკის, განათლებისა და კვლევის ფედერალური დეპარტამენტის მედია სპიკერის მარკუს სფორნდლის კომენტარი მოჰყავდა. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტიკის რესურსცენტრი – JRC თავად მარკუს სფორნდლის დაუკავშირდა. მისგან მიღებული ოფიციალური მეილის მიხედვით:

“ამჟამად შვეიცარიაში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის დეფიციტი არ არის. შესაბამისად, ძალაში არ არის შეზღუდვები ან აკრძალვები ენერგიის მოხმარებაზე, რომელიც შეიძლება დაირღვეს.” 

ასევე იგი მეილში აღნიშნავს, რომ მზადდება კონცეფციები იმ შესაძლო შემთხვევისთვის, როცა შეზღუდვები ან აკრძალვები შეიძლება გახდეს საჭირო მძიმე დეფიციტისას (ბუნებრივი გაზი ან ელექტროენერგია). 

შევიცარიაში მოქმედი ეროვნული ეკონომიკური მომარაგების აქტი (NESA), რომელიც ნებისმიერი შეზღუდვის ან აკრძალვის საფუძველი იქნებოდა, არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს მისი ამჟამინდელი ფორმით. როგორც მეილიდან ვიგებთ იმ შემთხვევში თუ ჯარიმის დაწესება საჭირო გახდება NESA-ს ფარგლებში დარღვევების მოძიება უფრო რთული იქნება; თუმცა, ნებისმიერი შესაძლო ჯარიმა არ იქნება უფრო მაღალი ვიდრე ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ჯარიმა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთვის მკაცრი შემოწმებები არც  პრატიკულია და არც სასურველი. შვეიცარიაში ჩვენ ვენდობით ადამიანებს, რომ დაიცავენ კანონს” – წერს მარკუს სფორნდლი. 

შვეიცარიის მთავრობის ეკონომიკის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებებია გათვალისწინებული ენერგო რესურსების დეფიციტის შემთხვევაში. 

ენერგეტიკა: გაზის დეფიციტის შემთხვევაში დაგეგმილი ღონისძიებების კონსულტაცია

საიტზე გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, ფედერალურმა საბჭომ 2022 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე განიხილა რეგულირებადი მართვის გეგმა გაზის დეფიციტის შემთხვევაში. გეგმა შეიცავს ბრძანებების პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს გამოყენების შეზღუდვებს და აკრძალვებს, ასევე კვოტას ერთსაწვავის დანადგარების მოხმარებაზე. აღსანიშნავია, რომ გეგმაზე 31 აგვისტოდან სამი კვირის განმავლობში ღიაა კონსულტაციებისთვის ასოციაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. 

“ეკონომიკის, განათლებისა და კვლევის ფედერალური დეპარტამენტი (DEFR) 2022 წლის 22 სექტემბრამდე აწარმოებს კონსულტაციას ორ ბრძანების პროექტზე, კერძოდ, გაზის გამოყენების აკრძალვისა და შეზღუდვის შესახებ და გაზის კვოტის განკარგულებაზე. შემდეგ ის კონსულტაციის შედეგებს ფედერალურ საბჭოს ოქტომბრის ბოლომდე გადასცემს. ” – ვკითხულობთ ინფორმაციაში

გამოქვეყნებულ გეგმაში არსად წერია პატიმრობის შესახებ თუ შვეიცარიის მცხოვრებლები სახლს 19 გრადუსზე მეტად გაათბობენ. გეგმის მიხედვით, ერთ ერთი პუნქტი შეიძლება იყოს კომფორტის შემცირება, რაც გულისხმობს ოთახების ტემპერატურის და ცხელი წყლის შემცირებას.  თუმცა გეგმაში არც კონკრეტული გრადუსის კვოტაა დასახელებული და არაც რაიმე ამკრძალავი ნორმა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის შემთხევაში ბინაში ტემპერატურა ცივ სეზონზე სანპინის[СанПиН] ნორმის მიხედვით დაშვებულია შემდეგნაირად: 

შესაბამისად თუ დავუშვებთ, რომ შევიცარიაში მოსახლეობას მხოლოდ 19 გრადუსზე შეეძლებათ ოთახების გათბობა, ვერ ვიტყვით, რომ ეს მკაცრი შეზღუდვა იქნება.