რა [არ] თქვა ბაიდენმა? 

“ბაიდენი: უკრაინას მოუწევს მიწა დაუთმოს რუსეთს, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს” – ამ არასწორი ფორმულირებით გაავრცელეს პრორუსმა მედიებმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ციტატა.  პრორუსულმა გვერდებმა ბაიდენის ციტატა პრეზიდენტის 2022 წლის 3 ივნისს გამოსვლიდან აიღეს და მანიპულაციურად გაავრცელეს.  ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ – “ბატონო პრეზიდენტო, უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ ტერიტორია მშვიდობის მისაღწევად?  ბაიდენმა უპასუხა შემდეგი:  “არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს […]

FAKE: „ბულგარეთს სურს უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებში ცხოვრება აუკრძალოს

„ბულგარეთს სურს უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებში ცხოვრება აუკრძალოს” – ამ შინაარსით პოსტი სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა.  სინამდვილეში მტკიცება, რომ ბულგარეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს სატუმროებიში ცხოვრებას უკრძალავს და აძევებს ყალბია.  რა პოლიტიკას ატარებს ბულგარეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის?  2022 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ მიმართვაში, რომელიც საიტზე Bulgaria for Ukraine- ზეც გამოქვეყნდა ვკითხულობთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრიდან ბულგარეთში თითქმის 300 000 ადამიანი […]

FAKE: უკრაინაში ძალაში შედის კანონი, რომელიც „აკანონებს პოლონელების მიერ უკრაინის მიტაცებას“ 

რუსულ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციით, უკრაინაში ძალაში შედის კანონი, რომელიც „აკანონებს პოლონელების მიერ უკრაინის მიტაცებას“.  ამის შესახებ მანიპულაციური ტექსი გამოაქვეყნა ტელეგრამზე​ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც.  რა კანონის მიღება დაანონსა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ? კანონპროექტის შესახებ ზელენსკიმ 22 მაისს პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.  22 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ზელენსკი აღნიშნულ კანონპროექტის […]

ჰუმანიტარული დახმარება, თუ უკრაინული მაღაზიებიდან მოპარული პროდუქტი? – რა დაარიგეს კადიროველებმა

“Борошно” , “Лікарська”  – პროდუქტებზე ამ უკრაინულ წარწერებს იმ ვიდეოში ვხედავთ, რითაც კადიროვს სურს დაამტკიცოს, რომ  უკრაინაში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებს.  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო კადიროვის ვიდეოსთან დაკავშირებით ტელეგრამზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას “კადიროველები” გაძარცვული უკრაინული მაღაზიებიდან არიგებენ, გერაშენკოს ამის საილუსტრაციოდ ვიდეოდან რამდენიმე ფოტო მოაქვს.  ფოტოების აღწერაში კი წერს შემდეგს:  “შედით ქალაქებში, დაბომბეთ ისინი, […]

აკრძალა თუ არა გერმანიამ უკრაინის დროშები? 

2022 წლის 8 მაისს მალხაზ ხაბაზმა სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი თქმით, “უკრაინასა და გერმანიას შორის დაძაბული მდგომარეობა, კიდევ უფრო დაიძაბა, შოლცმა 8-9 მაისს აკრძალა უკრაინის დროშების და სხვა სიმბოლიკების გამოყენება, ეს იყო გერმანიის პასუხი უკრაინას მის ქმედებაზე.”  რა მოხდა სინამდვილეში? 8-9 მაისს ევროპაში [გერმანიაში] მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ნაციონალ-სოციალიზმისგან გერმანიის განთავისუფლების 77 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით […]

ქართველი ფოტოგრაფის კადრის გამოყენება მარიუპოლის ამბების გაყალბებისთვის

“როგორ ზრდიან ბავშვებს ტერორისტები” – ამ სათაურით მასალა რუსულ მედიაში ანა ლიუბერცევამ 2022 წლის 11 აპრილს გამოაქვეყნა. ნიუსის მიხედვით, “რვა წლის განმავლობაში ნაცისტური აზოვის პოლკი მეთვალყურეობდა პილიგრიმის ბავშვთა სახლს მარიუპოლში. ეხმარებოდა, კვებავდა და ამავდროულად, ასწავლიდა.” – ამის საილუსტრაციოდ კი მასალაში ეს ფოტოა გამოყენებული. რეალურად ფოტო, რომლითაც ჟურნალისტი გვიმტკიცებს, რომ მარიუპოლის თავშესაფარში ბავშვების სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს 2014 წლის 27 სექტემბერს უკრაინის […]