მოქალაქეთა პეტიციები ოზურგეთში – რას ყვება სტატისტიკა

2019 წელს 324 მოქალაქემ ოზურგეთის საკრებულოს პეტიციით მიმართა. ისინი ქალაქში მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭებას ითხოვდნენ. მიუხედავად კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებისა, აღნიშნული პეტიციის განხილვა საკრებულოზე არ მომხდარა. დოკუმენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა და მისი განხილვა ან მასზე რაიმე სახის რეაგირება არც აღმასრულებელ ორგანოს მოუხდენია. რეპორტაჟი ცხადყოფს, რომ მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა გარკვეულწილად პრობლემატური საკითხი იყო, რადგან […]

შეზღუდული შესაძლებლობის ქალაქი

ქუთიასის მერიამ  ადმინისტრაციული შენობების შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირების ვალდებულება შესრულებულად 5 წლის წინ ჩათვალა, თუმცა მერიის შენობა   ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული დღემდე არ არის. მერიის შენობასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების ნაკლებად გათვალსიწინებით მიმდინარეობსს ქალაქში ინფრასტურქუტურული სამუშაოებიც, იმის მიუხედავად, რომ 2024 წლიდან  ქუთაისს შშმ პირების უფლებების დაცვის სპეციალური სამოქმედო გეგმაც კი აქვს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე […]

რამდენმა წყალმა ჩაიარა რიონისპირა სახლებთან

რა ხდება? ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე, 500-მეტრიან მონაკვეთზე, მე-19 საუკუნის 10-მდე ორ-, სამ- და ოთხსართულიანი ქვისა და ხის აივანიანი, შუშაბანდიანი შენობებია. ბევრი მათგანი უკვე ავარიულია — ზოგი სრულად მიტოვებული, აივნის მოაჯირები კი სახიფათოა. ყველა ეს ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ მოსახლების „საკუთარ ხელით“ მათი რეაბილიტაცია შეუძლებელია. როდის რა ხდებოდა რატომ არის მნიშვნელოვანი? ქუთაისი ქუთაისი ერთ-ერთია ხუთი […]

რა “უწერა” მოსახლეობამ მუნიციპალიტეტს

ონის მუნიციპალიტეტმა 2025 წლის ტურისტული სეზონი ივნისის ბოლოს ოფიციალურად და საზეიმოდ გახსნა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების კლების ტენდენციას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უჩივის, განსაკუთრებით კურორტ შოვის სტიქიური უბედურების შემდეგ. ტურისტულ სეზონთან ერთად მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სივრცის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ერთ-ერთ ბოლო დაფინანსებული პროექტს – CESL-ს უკავშირდება, რომელსაც ახორციელებს GIZ, ონის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული გრანტით – აღნიშნულის […]